მეუფე ანტონი: “რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, ვინ განკარგავს ტყეს, როდესაც ის თქვენი კუთვნილება არაა?!” – “ხალხის ფულიო, 59 თეთრი არ უღირს თითო კაცს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაურიცხოს?!”

ამ სიტყვებით მიმართა ვანისა და ბაღდათის მიტროპოლიტმა მეუფე ანტონმა მრევლს ქადაგებისას.

“ამათი უნიჭო გაგებით არის ის, რომ სახელმწიფო, თურმე, ჩვენ წინასაარჩევნოდ გვყიდულობს. რა მნიშვნელობა აქვს თქვენთვის, ვინ განკარგავს ტყეს, როდესაც ის თქვენი კუთვნილება არაა. თუ ამბობთ რომ ეკლესია გაყიდის, რა გარანტია გაქვთ, რომ ეკლესია არ გაყიდის.

3 მილიონნახევარი ცხოვრობს საქართველოში და 25 მილიონი რომ გაყო 3 მილიონნახევარზე, 59 თეთრი გამოდის. 59 თეთრზე მეტს არ აკეთებს ეკლესია ქვეყნისთვის?! ნებისმიერი ტელევიზია, ნებისმიერი ინტიტუტი 140 მილიონს ღებულობს. გაცილებით მეტს ღებულობენ და რას გვაყვედრით, 59 თეთრს?! ხალხის ფულიო, 59 თეთრი არ უღირს თითო კაცს, რომ მართლმადიდებლურ ეკლესიას გადაურიცხოს?! ამას ჩვენ ასე არ დავტოვებთ! – აღნიშნა მღვდელმთავარმა ქადაგებისას.

ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.