მეცნიერები: ანტარქტიდაზე ყინულის დნობა დაჩქარდა – 2012 წლის შემდეგ ზღვის დონის მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზარდა

ანტარქტიდაზე ყინულის დნობა დაჩქარდა. მეცნიერები განმარტავენ, რომ თეთრმა კონტინენტმა ბოლო 25 წლის განმავლობაში 3 ტრილიონი ტონა ყინული დაკარგა. ამის შესახებ BBC წერს.

სატელიტიდან დაკვირვების შედეგად აღმოჩნდა, რომ ანტარქტიდაზე ყოველწლიურად 200 მილიარდი ტონა ყინული დნება.

გამოცემის ინფორმაციით, ეს პროცესები ყოველწლიურად ზღვის დონეს საშუალოდ 0.6 მილიმეტრით ზრდის. მეცნიერები განმარტავენ, რომ 2012 წლის შემდეგ ზღვის დონის მაჩვენებელი 3-ჯერ გაიზარდა. სფეროს სპეციალისტებმა ამ თემაზე სამეცნიერო კვლევა ჟურნალ Nature-ში გამოაქვეყნეს.

მანამდე მეცნიერებმა ვარაუდი გამოთქვეს, რომ ანტარქტიდას ძლიერი მიწისძვრა გაანადგურებს. შეგახსენებთ, რომ თეთრ კონტინენტზე ძლიერი მიწისძვრა ბოლოს 1982 წელს დაფიქსირდა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია