მეცნიერებმა გიგანტური შავი ხვრელი აღმოაჩინეს, რომელიც თეორიულად არ უნდა არსებობდეს

შავი ხვრელი

ფოტო: shutterstock.com

ჩინელმა ასტრონომებმა უზარმაზარი შავი ხვრელი აღმოაჩინეს. მათი აღმოჩენის შესახებ CNN-ი წერს

გამოცემის ინფორმაციით, საუბარი ვარსკვლავურ შავ ხვრელზეა (stellar black hole), რომელიც ვარსკვლავების სიკვდილის, მათი კოლაფსის და აფეთქების შემდეგ იქმნება.

მანამდე მეცნიერები მიიჩნევდნენ, რომ ყველაზე დიდი შავი ხვრელის მასა მზის მასაზე 20-ჯერ მეტი არ უნდა იყოს, რადგან აფეთქებს შემდეგ ვარსკვლავები მასის უდიდეს ნაწილს კარგავენ. მაგრამ შავი ხვრელი, რომელსაც LB-1 დაარქვეს ამ თეორიას უარყოფს. ის დედამიწიდან 15 000 სინათლის წელიწადის მანძილზე მდებარეობს, მისი მასა კი მზისას 70-ჯერ აღემატება.

სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ჩვენ გალაქტიკაში ასეთი მასის მქონე შავი ხვრელები არ უნდა არსებობდეს და ვარსკვლავური ევოლუციის თანამედროვე მოდელების უმეტესობა სწორედ ამას ეფუძნება. ამიტომ მეცნიერებს ამ მოვლენის ახსნა მოუწევთ. მეცნიერებს რამდენიმე თეორია უკვე აქვთ. ერთ-ერთის მიხედვით, LB-1 ორი ვარსკვლავის აფეთქების შედეგად წარმოქმნილი შავი ხვრელების შერწყმის შედეგად გაჩნდა. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია