ორშაბათი, იანვარი 18, 2021
INFONEWS.GE
Advertisement
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო
No Result
View All Result
No Result
View All Result
INFONEWS.GE
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე მეცნიერება

მეცნიერებმა შექმნეს მასალა, რომელიც ზღვის წყალს რამდენიმე წუთში სასმელ წყლად გარდაქმნის

INFONEWS.GE ავტორი INFONEWS.GE
2020/09/16
in მეცნიერება, ტექნოლოგიები, ყველა სიახლე
25 1
0
მეცნიერებმა შექმნეს მასალა, რომელიც ზღვის წყალს რამდენიმე წუთში სასმელ წყლად გარდაქმნის
102
ნახვა
Share

ტექნოლოგიას, რომელიც ზღვის მლაშე წყალს ან უბრალოდ მომლაშო წყალს სუფთა, დასალევად ვარგის წყლად გარდაქმნის, მთელ მსოფლიოში მილიონობით ადამიანის ცხოვრების შეცვლა შეუძლია. სწორედ ამიტომ მუშაობს ამ ტექნოლოგიებზე ძალიან ბევრი მეცნიერი.

მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიას ჩრდილისგან გამოიმუშავებს
მსგავსი: მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიას ჩრდილისგან გამოიმუშავებს

ახლახან, ავსტრალიაში მეცნიერთა მიერ შექმნილი ინოვაცია ამ მხრივ შეიძლება ყველაზე იმედისმომცემი იყოს. სულ რაღაც ნახევარ საათში წყლის გასაწმენდად, მკვლევრებმა გამოიყენეს ლითონ-ორგანული ჩარჩო სტრუქტურის ნაერთები (MOF) და მზის სინათლე. პროცესი ამჟამად არსებულ სხვა მეთოდებზე გაცილებით ეფექტიანი აღმოჩნდა.

არის იაფი, სტაბილური, მრავალჯერადი გამოყენების და აწარმოებს წყალს, რომელიც აკმაყოფილებს ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ გამტკნარებისთვის შემუშავებულ სტანდარტებს. ადრეული ტესტები მიუთითებს, რომ კილოგრამი ლითონ-ორგანული ჩარჩო სტრუქტურის ნაერთი მასალისგან დღეში შესაძლებელია 139,5 ლიტრი წყლის წარმოება.

მზის სინათლეზე მოთავსებიდან ოთხი წუთის შემდეგ, მასალა წყლიდან შეწოვილი მარილის იონებისგან იცლება და ხელახალი გამოყენებისთვის ისევ მზად არის. ახალი მეთოდის შემქმნელი ჯგუფის განცხადებით, მას რამდენიმე სიახლე აქვს გამტკნარების ამჟამინდელ ტექნოლოგიებთან შედარებით.

„აორთქლების გზით თერმული გამტკნარების პროცესსა და და სხვა ასეთ ტექნოლოგიებს, მაგალითად, შებრუნებულ ოსმოსს, ბევრი ენერგია სჭირდება და აქვს რამდენიმე ხელის შემშლელი ფაქტორი, თუნდაც დიდი ოდენობით ენერგიის მოხმარება და ქიმიური ნივთიერებები“, — ამბობს მონაშის უნივერსიტეტის ქიმიური ინჟინერი ჰაუნუნ ვანგი.

ბაქტერიები, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, უფრო ხელმისაწვდომი ხდება
მსგავსი: ბაქტერიები, რომლებიც ელექტროენერგიას გამოიმუშავებენ, უფრო ხელმისაწვდომი ხდება

მზის სინათლე დედამიწაზე ენერგიის ყველაზე უხვი და განახლებადი წყაროა. ვანგის განცხადებით, მათ მიერ შექმნილი გამტკნარების ახალი პროცესი შთანთქმაზეა დაფუძნებული, რეგენერაციისთვის მზის სინათლეს იყენებს, არის ენერგოეფექტიანი და მდგრადი გამოსავალი გარემოსთან მეგობრული გამტკნარებისათვის.

მკვლევრებმა შექმნეს ახალი ლითონ-ორგანული ჩარჩო სტრუქტურის ნაერთი, სახელად PSP-MIL-53, რომელიც ნაწილობრივ დამზადებულია MIL-53-ის სახელით ცნობილი მასალისგან; ეს მასალა გამორჩეულია იმ გზით, რომლითაც ის წყალთან და ნახშირორჟანგთან შედის რეაქციაში.

მლაშე და მომლაშო წყლების გამტკნარება ლითონ-ორგანული ჩარჩო სტრუქტურის ნაერთებით ახალი იდეა არ არის, მაგრამ ჯგუფის მიერ გაკეთებული ახალი აღმოჩენა და მასალა PSP-MIL-53 მეცნიერებს კვლევებისთვის ბევრად მეტ ვარიანტს სთავაზობს.

ზოგადად, ლითონ-ორგანული ჩარჩო სტრუქტურის ნაერთები ძალიან ფოროვანი მასალებია. სულ რაღაც ერთი ჩაის კოვზი ასეთი დაპრესილი მასალა გაშლისას ფეხბურთის ბურთის ზომის ხდება; ახალ სისტემას კი აქვს პოტენციალი, რომ მოთავსდეს მილებსა და წყლის სხვა სისტემებში, რათა აწარმოოს სუფთა სასმელი წყალი.

ახალი მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიას თოვლის ფიფქებისგან გამოიმუშავებს
მსგავსი: ახალი მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიას თოვლის ფიფქებისგან გამოიმუშავებს

„წყლის უკმარისობის პრობლემა მსოფლიოში მზარდია და ამისათვის გამტკნარება გამოიყენება. მომლაში და ზღვის წყლის ფართოდ ხელმისაწვდომობის გამო, ასევე იმიტომ, რომ გამტკნარების პროცესები სამედოა, გამტკნარებული წყლის შერევა უკვე არსებულ წყლის სისტემებთან ჯანმრთელობისთვის მინიმალურ რისკს წარმოადგენს“, — ამბობს ვანგი.

ამ პრობლემის მოგვარების სწრაფი გზები ჯერ არ ჩანს; ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, მსოფლიოში დაახლოებით 785 მილიონ ადამიანს არ აქვს სუფთა სასმელი წყალი საცხოვრებელი ადგილიდან ნახევარი საათის სავალზე უფრო ახლოს. კლიმატის კრიზისთან ერთად, ეს პრობლემა სულ უფრო მწვავდება.

მლაშე წყალი ჩვენი პლანეტის წყლის მარაგის 97 პროცენტს შეადგენს და ამ ხელუხლებელი რესურსის გადაქცევა სასმელ წყლად ნამდვილად დიდი შვება იქნება, მაგრამ იქამდე უნდა დამტკიცდეს, რომ მეცნიერთა მიერ მიგნებული გამოსავლები, მაგალითად, მასალა PSP-MIL-53 გამოყენებისთვის შესაფერისი და უსაფრთხოა.

მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიას ჰაერზე დებისას გამოიმუშავებს
მსგავსი: მეცნიერებმა შექმნეს მოწყობილობა, რომელიც ელექტროენერგიას ჰაერზე დებისას გამოიმუშავებს

ჯერ უცნობია, რამდენად ახლოს არიან მკვლევრები ახალი სისტემის პრაქტიკაში დანერგვის თვალსაზრისით, მაგრამ ნამდვილად სასიამოვნოა, როდესაც ხედავ ახალი მიდგომის ტესტირებას. ასეთი მეთოდები კი უკვე მრავლად არის; მაგალითად, ზოგიერთი მათგანი გამტკნარებისთვის იყენებს ულტრაიისფერ სინათლეს, გრაფენის ფილტრებს, მზის სინათლისა და ჰიდროგელის კომბინაციას. მეცნიერები წყლის მიღებას ჰაერისგანაც კი ცდილობენ.

„ჩვენი კვლევა გვთავაზობს ახალ, ამაღელვებელ გზას ფუნქციური მასალების შესაქმნელად მზის ენერგიის გამოყენებით, რათა შემცირდეს წყლის გამტკნარებისათვის საჭირო ენერგიის რაოდენობა“, — ამბობს ვანგი.

მისივე განცხადებით, მზის სინათლეზე რეაგირებადი ლითონ-ორგანული ჩარჩო სტრუქტურის ნაერთის გამოყენება ასევე შესაძლებელი უნდა იყოს სხვა დაბალენერგიული და გარემოსადმი მეგობრული მიზნებით, ძირითადად მინერალების მოპოვებისა და სხვა მსგავს საქმიანობებში.

კვლევა ჟურნალ Nature Sustainability-ში გამოქვეყნდა.

მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.

ავტორი – მიხეილ ჭაბუკაშვილი
Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend
INFONEWS.GE

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"

RelatedPosts

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე
საზოგადოება

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

ავტორი ვაკო კუპრაშვილი
დეკემბერი 23, 2020
0
446

„ალბათ, მომავალ ზაფხულამდე მაინც მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად აქტიური თანაცხოვრება. მგონი, 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი“, –...

წაიკითხე მეტი
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020
316
საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

დეკემბერი 23, 2020
146
განათლება – ეფექტური იარაღი

განათლება – ეფექტური იარაღი

დეკემბერი 23, 2020
111
ვარშალომიძე, დეკანოიძე თუ მელია – წყარო პარტიის მომავალ თავმჯდორედ გამოკვეთილ ლიდერს ასახელებს

ვარშალომიძე, დეკანოიძე თუ მელია – წყარო პარტიის მომავალ თავმჯდორედ გამოკვეთილ ლიდერს ასახელებს

დეკემბერი 18, 2020
128
  • ტრენდული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

დეკემბერი 18, 2020
ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

დეკემბერი 14, 2020
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

დეკემბერი 12, 2020
მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

დეკემბერი 12, 2020

They Spoke In Monosyllables And Short Jerky

0

The Hottest month in the Sahara desert

0

Nor Would Difference of Country Make Very Essential Difference

0

It was going to be a lonely trip back

0
2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

დეკემბერი 23, 2020
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020
საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

დეკემბერი 23, 2020
განათლება – ეფექტური იარაღი

განათლება – ეფექტური იარაღი

დეკემბერი 23, 2020

Recent News

საინფორმაციო ანალიტიკური საგაგენტო “INFO NEWS”

No Result
View All Result
https://www.youtube.com/watch?v=ZPNFvJGu34M

Browse by Category

  • COVID19
  • FACEBOOK
  • განათლება
  • დაუხარისხებელი
  • დიპლომატია
  • ევროპული გზა
  • ეკონომიკა
  • ეს საინტერესოა
  • ექსკლუზივი
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პარლამენტი
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სამხედრო
  • სპორტი
  • სტატისტიკა-კვლევა
  • სხვა
  • ტაბლოიდი
  • ტექნოლოგიები
  • ტოპ
  • ყველა სიახლე
  • შოუბიზნესი
  • ჯანმრთელობა
  • ჰოროსკოპი

Recent News

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

დეკემბერი 23, 2020
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020

  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • მასალის გამოყენების პირობები

© 2020 INFONEWS.GE

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო

© 2020 INFONEWS.GE

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password? Sign Up

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept”, you consent to the use of ALL the cookies.
Cookie settingsACCEPT
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled

Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

Non-necessary

Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.

Add New Playlist