მეცნიერებმა 3 ათასი წლის წინ გარდაცვლილი ეგვიპტელი ქურუმის ხმა აღადგინეს

ბრიტანელმა მეცნიერებმა ძველ ეგვიპტეში მცხოვრები ქურუმის ნესიამუნის ხმა აღადგინეს და მას რამდენიმე ბგერა „წარმოათქმევინეს“. ამის შესახებ BBC წერს

გამოცემის ინფორმაცით, ნესიამუნის მუმია პროექტის „ხმები წარსულიდან“ მონაწილე გახდა, რადგან  ქურუმის ხმის იოგები მშვენიერ მდგომარეობაში შემოინახა. სპეციალისტებმა მის მუმიფიცირებულ ნეშტს კომპიუტერული ტომოგრაფია ჩაუტარეს და სამგანზომილებიან სკანერში გაატარეს. ორგანოების ზუსტი ზომების გამოყენებით კი ქურმის ხმის იოგების ასლი 3D-პრინტერზე დაბეჭდეს და კომპიუტერული პროგრამის დახმარებით მისი ჟღერადობაც აღადგინეს.

ეს პირველი შემთხვევაა, როცა გარდაცვლილი ადამიანის ხმა ხელოვნური ინსტრუმენტების დახმარებით. მეცნიერები იმედოვნებენ, რომ მომავალში ნესიამუნს სრულ წინადადებებს „წარმოათქმევინებენ“. 

ნესიამუნის მუმია ერთ-ერთ ყველაზე ცნობილი ეგვიპტური არტეფაქტია, რომელიც დიდ ბრიტანეთში ინახება. მუმია კარნაკში, ამონის ერთ-ერთ ტაძარში აღმოაჩინეს. ნესიამუნი ფარაონ რამზეს მე-11-ეს დროში ცხოვრობდა და მაღალი რანგის ქურუმი იყო. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია