მეცნიერებმა, Covid-19-ით გამოწვეული სიკვდილი, D ვიტამინის ნაკლებობას დაუკავშირეს

კორონავირუსით ინფიცირებულთა დიდი რაოდენობა ზოგიერთ ქვეყანაში შეიძლება გამოწვეული იყოს D ვიტამინის ნაკლებობით. ამის შესახებ ნათქვამია დედოფალი ელისაბედის სახელობის საავადმყოფოს ფონდისა და აღმოსავლეთ ინგლისის უნივერსიტეტის მეცნიერების მიერ ჩატარებულ კვლევაში.

სპეციალისტებმა განსაზღვრეს D ვიტამინის საშუალო დონე ევროპის 20 ქვეყნის მაცხოვრებლებში. ამის შემდეგ, მეცნიერებმა მონაცემები შეადარეს ამ სახელმწიფოებში კორონავირუსის შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის სტატისტიკას და მათ შორის მნიშვნელოვანი კორელაცია დაინახეს.

აღმოჩნდა, რომ რაც უფრო დაბალია ქვეყანაში D ვიტამინის საშუალო დონე, მით უფრო მაღალია ახალი კორონავირუსით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებელი. ექსპერტებმა გააცხადეს, რომ ვიტამინის განსაკუთრებით დაბალი დონე დაფიქსირდა ესპანეთის, იტალიისა და შვეიცარიის მაცხოვრებლებში.

აქამდე, ბრიტანელი მეცნიერები ურჩევდნენ ხალხს D ვიტამინის მიღებას კორონავირუსული პანდემიის დროს. ექსპერტებმა აღნიშნეს, რომ როდესაც ადამიანი დიდ დროს ატარებს შენობაში და თითქმის არ ხვდებიან მზის პირდაპირი სხივების ქვეშ, ისინი არ იღებენ ამ ნივთიერებას საკმარის რაოდენობით.

ამავე დროს, დაზუსტდა, რომ D ვიტამინი არ მოქმედებს კორონავირუსით ინფიცირების ან მისგან განკურნების ალბათობაზე, როგორც ამის შესახებ ზოგიერთი წყარო შეცდომით ირწმუნებოდა.

ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.