მზადაა პირველი მრავალმიზნობრივი Javelin F-Model (FGM-148F)

ამერიკული ტანკსაწინააღმდეგო სარაკეტო კომპლექსი დაუჯავშნავი სამიზნისათვისაც სახიფათო გახდა 7 მაისს პორტალმა  defensenews.com გაავრცელა ინფორმაცია იმის შესახებ რომ,კომპანიებმა Raytheon Technologies და Lockheed Martin საკუთარ ერთობლივ საწარმოში  Javelin Joint Venture გამოუშვეს პირველი სერიული რაკეტების პარტია Javelin F-Model (FGM-148F).

როგორც პრაქტიკამ აჩვენა მართვადი ტანკსაწინააღმდეგო რაკეტების გამოყენება ხშირად ხდებოდა მსუბუქად შეჯავშნული სამხედრო ტექნიკისა და გამაგრებული ობიექტების წინააღმდეგ. ასეთ შემთხვევებში კუმულაციური ქობინი სათანადო შედეგს ვერ აჩვენებდა. აქედან გამომდინარე შეიქმნა ახალი საბრძოლო ნაწილი რომელსაც გააჩნია მსხვრევადი ეფექტი და ამასთანავე შეინარჩუნა მძიმედ დაჯავშნული ჯავშანტექნისის განადგურების შესაძლებლობა.

ტანკსაწინააღმდეგო მართვადი სარაკეტო კომპლექსის Javelin-ის შემუშავება 4 ეტაპად მიმდინარეობს(აშშ-ს თავდაცვის სამინისტროში ამ ეტაპებს მოიხსენიებენ როგორც სპირალებს). მოდიფიკაცია  FGM-148F ეს არის შემუშავების პროგრამის მეორე სპირალი, მესამე და მეოთხე ეტაპზე იგეგმება რაკეტის მასის შემცირებაზე მუშაობა და კომპლექსის თვითღირებულების შემცირება.

http://arma.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.