მთავრობამ აღასრულა თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება, რომელიც დღეს არ მიღებულა – ხუხაშვილი ანაკლიაზე

“ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას დაიწყებს“, – ამის შესახებ “2020NEWS”-ს ექსპერტმა გია ხუხაშვილმა განუცხადა. ხუხაშივილის თქმით, მთავრობის მიერ კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი “ჰაერში გამოეკიდა“.

“მთავრობის მიერ “ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ ხელშეკრულების შეწყვეტა მოსალოდნელი იყო. მთელი წლის განმავლობაში მთელი ეპოპეა მიმდინარობდა, ხელისუფლება პროექტს რიტორიკულად მხარს უჭერდა, მაგრამ ამასთანავე ყველაფერს აკეთებდა , რომ “კონსორციუმს“ პრობლემები შექმნოდა. მისი დისკრედიტაციის მიზნით, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა ,რითაც ბუნებრივია, ხელისუფლება ინვესტორებს აფრთხობდა და შედეგად მივიღეთ ის, რომ გართულდა პირობების შესრულება და საბოლოო ჯამში , მთავრობამ აღასრულა თავისი პოლიტიკური გადაწყვეტილება , რომელიც დღეს არ მიღებულა.

ხელისუფლებისა და კონსორციუმის ინტერესებს, რომ თავი დავანებოთ, სახელმწიფოებრივი ინტერესის თვალსაზრით რა ხდება ამის შემდეგ? სავარაუდოდ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმი“ საერთაშორისო სასამართლოებში სამართლებრივ დავას დაიწყებს. ამ დავების ფონზე ნორმალური ინვესტორის მოძებნა ,რომელიც ამ რისკების მიუხედავად რაღაცას გააკეთებს, პრაქტიკულად, შეუძლებელი იქნება. ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობის პროექტი ჰაერში გამოეკიდა და ბუნდოვანია.

ქვეყნისთვის ის კი არ არის მთავარი, პროექტს ვინ განახორციელებს , არამედ მნიშვნელოვანია,რომ თავად პროექტი განხორციელედეს პრობლემა კი სწორედ აქ შეიქმნა. აქ კი სახელმწიფო ინტერესი დაზიანდა“, – აცხადებს ხუხაშვილი. შეგახსენებთ, საქართველოს მთავრობა „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურებს იწყებს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.