მთავრობამ 11 საინვესტიციო პროექტი 0%-ით აითვისა

საქართველოს აუდიტის სამსახურის 2019 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესრულების წლიურ ანგარიშში იმ საინვესტიციო პროექტების ჩამონათვალია მოცემული, რომელთა წლიური შესრულება ნულის ტოლი ან 70%-ზე დაბალი იყო.

საინვესტიციო კრედიტების 0%-იანი ათვისება შემდეგ პროექტებს ჰქონდა:

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის ძირულა-არგვეთას მშენებლობა, ბიუჯეტი – 48. 8 მლნ ლარი, ათვისება 0%;

რეგიონული განვითარების პროექტი I (კახეთი), ბიუჯეტი 30 000, ათვისება 0%;

ქუთაისის მყარი ნარჩენების ინტეგრირების პროექტი, ბიუჯეტი – 15 მლნ ლარი, ათვისება 0%;

საქართველოს თავდაცვის ძალების შესაძლებლობის გაძლიერება, ბიუჯეტი – 55 მლნ, ათვისება 0%;

კახეთის ინფრასტრუქტურის გაძლიერება. ბიუჯეტი – 9.5 მლნ, ათვისება 0%;

გურიის ელგადამცემი ხაზების ინფრასტრუქტურის გაძლიერება, ბიუჯეტი – 4.5 მლნ ლარი, ათვისება 0%;

ჩრდილოეთის რგოლი ელგადამცემი ხაზები (I ფაზა), ბიუჯეტი – 13.5 მლნ ლარი, ათვისება 9%;

თბილისის ავტობუსების პროექტი (II ფაზა-გაზი), ბიუჯეტი – 75 მლნ ლარი, ათვისება 0%;500 კვ, ელგადამცემი ხაზები „წყალტუბო-ახალციხე-თორთუმი“, ბიუჯეტი – 5 მლნ, ათვისება 0%;

საქართველოს მუნიციპალური ინფრასტრუქტურის განახლების პროექტი, ბიუჯეტი – 8 მლნ, ათვისება 0%;ხელედულა-ლაჯანური-ონი, ბიუჯეტი – 9 მლნ ლარი, ათვისება 0%.

16 საინვესტიციო პროექტის ათვისება 2%-69%-ს შორის მერყეობს.

2019 წლის განმავლობაში 70%-ზე დაბალი ათვისების პროექტებზე გადახდილი ვალდებულებების გადასახადმა (commitment fee) 1.2 მლნ ლარი შეადგინა.

როგორც მონაცემებიდან ჩანს, 2019 წელს 27 საინვესტიციო პროექტი იყო, რომლის ბიუჯეტის ათვისება 0% ან 70%-ზე დაბალი იყო, აღნიშნულის მიუხედავად დასახელებული 9 პროექტების სასესხო მომსახურებამ ჯამში 1.1 მლნ ლარი შეადგინა.

სასურველია, თუ ინფრასტრუქტურის სამინისტრო, სამომავლოდ მაინც, საინვესტიციო პროექტების განხორციელების გეგმას ისე შეადგენს, რომ ნულოვანი ათვისება არცერთ პროექტს აღარ ექნება.

წყარო: factchek.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.