მთავრობა შეზღუდვების მოხსნის გეგმას ავრცელებს

შეზღუდვების მოხსნა 6-ეტაპიანი გეგმის და ეპიდემიოლოგიური ვითარების შესაბამისად გრძელდება.

მთავრობის გადაწყვეტილებით, შეზღუდვები მოიხსნება შემდეგი თანმიმდევრობით:

11 მაისიდან გაიხსნება თბილისი.

14 მაისიდან გაიხსნება რუსთავი და გარდაბანი.

18 მაისიდან გაიხსნება მარნეული.

11 მაისიდან გაიხსნება ყველა სახის წარმოება და ყველა მაღაზია, გარდა ტანსაცმლისა და ფეხსაცმლისა.

15 ივნისიდან საქართველო გაიხსნება ადგილობრივი ტურიზმის სერვისების მიწოდებისთვის.

1 ივლისიდან საქართველო მზად იქნება უცხოელი ტურისტების მისაღებად.

მთავრობის განმარტებით, შეზღუდვების მოხსნის ყველა ეტაპზე, აუცილებელია, იურიდიულმა პირებმა დაიცვან ჯანდაცვის სამინისტროს დადგენილი წესები.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.