მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა ემუქრება დემოკრატიას – ვიოლა ფონ კრამერი

ევროაპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი თვლის, რომ ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა დემოკრატიისთვის საფრთხეა. ამის შესახებ მან ევროპარალამენტში ისაუბრა. 

„მიუხედავად იმისა, რომ საქართველო რეგიონში ლიდერია, გარკვეული პრობლემები კვლავ დასაძლევია. შიდა ასპარეზზე მილიარდერი ივანიშვილის ჩრდილოვანი მმართველობა ემუქრება დემოკრატიას, საგარეო ასპარეზზე რუსეთი აგრძელებს ჰიბრიდულ ომს, ემუქრება ქვეყნის სუვერენიტეტს სამხედრო ოკუპაციით, მცოცავი ანექსიითა და კიბერთავდასხმებით. ჩვენ უნდა დავუჭიროთ მხარი საქართველოს სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და მის ევროპულ მომავალს. თანაბარი პირობები გარანტირებული უნდა იყოს ყველა პოლიტიკური ფიგურისთვის, ხოლო მართლმსაჯულების სისტემა უნდა გახდეს უფრო გამჭვირვალე“ – ამბობს ვიოლა ფონ კრამონი.

აქვე შეგახსენებთ, რომ ამავე სხდომაზე ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ საქართველოს მთავრობას სამართლიანი და გამჭირვალე არჩევნების ჩატარებისა და გიორგი რურუას გათავისუფლებისკენ  მოუწოდა. სხდომაზე საქართველოს შესახებ სხვა ევრო დეპუტატებმაც ისაუბრეს. 

სხდომა საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების შესახებ ანგარიშის განხილვას შეეხებოდა. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.