მიმდინარე კვირაში რეგიონში მხოლოდ ლარმა განიცადა რეკორდული გაუფასურება

კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა და მისი გაუფასურება დღემდე გრძელდება. მიმდინარე კვირაში, Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ლარი რეკორდულად თითქმის 11 თეთრით გაუფასურდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 21 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად კი ერთი აშშ დოლარის ღირებულება 3.2295 ლარი იყო, ხოლო დღევანდელი მონაცემებით 3.3332 ლარი შეადგინა.

 

დღეს დილიდან ვაჭრობა Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში $1/3.3175 ლარით დაიწყო, თუმცა 18:00 საათისთვის 1 დოლარი 3.3413-ის ნიშნულზე იყო.

 

 

თურქული ლირა კვირის განმავლობაში უმნიშვნელოდა გაუფასურდა. ორშაბათს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 7.6233 თურქული ლირა იყო, დღეს დილიდან კი ვაჭრობა $1/7.6228 თურქული ლირით დაიწყო, 18:00 საათისთვის ერთმა დოლარმა 7.6411-ის ნიშნულს მიაღწია.


 

  

სომხური დრამის კურსი კვირის განმავლობაში თითქმის არ შეცვლილა. 21 სექტემბერს Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში ერთი დოლარი 484.8900 დრამი იყო, დღეს დილიდან კი ვაჭრობა $1/485.7000 დრამით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი  485.9300 -ის ნიშნულზეა.

აზერბაიჯანული მანათი ფიქსირებულ კურსს ინარჩუნებს. Bloomberg-ის სავაჭრო სისტემაში მთელი კვირის განმავლობაში ერთი დოლარი 1.6987- 1.6988 მანათი იყო. დღეს დილიდან ვაჭრობა $1/1.6987 მანათით დაიწყო, 18:00 საათისთვის 1 დოლარი 1.6988-ის ნიშნულზე იყო.

 

 
commersant.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.