მინისტრის მოადგილე: ანაკლიის პორტამდე მიმავალი გზის და რკინიგზის მშენებლობა კონსორციუმთან ხელშეკრულების შეწყვეტის გამო, დღის წესრიგიდან მოიხსნა

ინფრასტრუქტურისა და რეგიონული განვითარების მინისტრის მოადგილე, ირაკლი ქარსელაძე ამბობს, რომ ანაკლიის პორტამდე მიმავალი გზისა და რკინიგზის მშენებლობა დროებით წყდება.

მისი თქმით, გზისა და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულება სახელმწიფომ ანაკლიის კონსორციუმთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში აიღო. რამდენადაც ხელშეკრულება შეწყდა, მთავრობა მშენებლობას ახალი ინვესტორის პოვნამდე არ გააგრძელებს.

სახელმწიფოს გზის და რკინიგზის მშენებლობის ვალდებულება ამ კონკრეტული [კონსორციუმთან გაფორმებული] ხელშეკრულების ფარგლებში ჰქონდა. აუცილებელია არსებობდეს პორტი იმისთვის, რომ გზა ავაშენოთ. ჩვენ ანაკლიის გზისა და რკინიგზის პროექტი პრაქტიკულად გვაქვს, ტექნიკური დამუშავება მიმდინარეობს. ახლა იმაზეა საუბარი, სახელმწიფომ ასობით მილიონი ლარი უნდა დახარჯოს თუ არა იმ გზისთვის, რომლის პორტიც ჯერ არ აშენებულა და მომავალში გვაქვს იმედი, რომ აშენდება,” – უთხრა ინფრასტრუქტურის მინისტრის მაოდგილემ ინტერპრესნიუსს.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან 2016 წლის 3 ოქტომბერს გაფორმებული საინვესტიციო ხელშეკრულების შეწყვეტის პროცედურები დაიწყება. მათ შორის იქნება როგორც საინვესტიციო ხელშეკრულების მოშლის სამართლებრივი, ისე “ანაკლიის პორტის შემდგომი განვითარებისათვის” პროექტის ხელახალი სატენდერო წინადადების მოსამზადებლად აუცილებელი პროცედურები.

ხელშეკრულების ფარგლებში, სახელმწიფოს ჰქონდა აღებული ვალდებულება, რომ აეშენებინა პორტამდე მიმავალი საავტომობილო გზა და რკინიგზა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.