პარასკევი, იანვარი 15, 2021
INFONEWS.GE
Advertisement
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო
No Result
View All Result
No Result
View All Result
INFONEWS.GE
No Result
View All Result
მთავარი ყველა სიახლე პოლიტიკა

მიტჩელი: უნდა გადაიხედოს ბუქარესტის დაპირება და საქართველოსთან “საკონტროლო სიით” ურთიერთობა ყოვლისმომცველი სტრატეგიით შეიცვალოს

INFONEWS.GE ავტორი INFONEWS.GE
2020/12/10
in პოლიტიკა, ყველა სიახლე
25 1
0
მიტჩელი: უნდა გადაიხედოს ბუქარესტის დაპირება და საქართველოსთან “საკონტროლო სიით” ურთიერთობა ყოვლისმომცველი სტრატეგიით შეიცვალოს
102
ნახვა
Share

ნატოს მომდევნი სამიტზე ალიანსი 2030 წლისთვის სტრატეგიულ გეგმას შეიმუშავებს. რუსეთი და ჩინეთი ამ სტრატეგიის, სავარაუდოდ, დიდი ნაწილი იქნება. თუმცა ალიანსი სამომავლო გაფართოებასა და აღმოსავლეთით მდებარე საკუთარ პარტნიორებთან ურთიერთობასაც გადახედავს. როგორ ართმევს ნატო თავს საქართველოსთან პარტნიორობას და როგორი შეიძლება იყოს ალიანსის მიდგომა საქართველოს მიმართ სამომავლოდ. ამ თემებზე აშშ-ის სახ მდივნის ყოფილ თანაშწეს ევრიპოს საკითხებში უეს მიტჩელს ია მეურმიშვილი ესაუბრა.

უეს მიტჩელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში
უეს მიტჩელი, აშშ-ის სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე ევროპისა და ევრაზიის საკითხებში

​ბატონო უეს, დიდი მადლობა ინტერვიუსთვის. თქვენ ნატოსთვის ანგარიში მოამზადეთ, რომელიც ალიანსს 2030 წლისთვის გასაძლიერებლად საჭირო რეკომენდაციებს აძლევს. რა არის ანგარიშის ყველაზე დიდი მიგნებები – ზოგადად რომ ჩამოთვალოთ და შემდეგ მათზე ცალ-ცალკე ვისაუბროთ.

ვფიქრობ, ანგარიშის მთავარი გზავნილი ის არის, რომ ნატომ ადაპტაცია უნდა მოახდინოს ახალი ეტაპისთვის, რომელიც სისტემურ მეტოქეობას მოიცავს არა მხოლოდ რუსეთთან, არამედ ჩინეთთანაც. ანგარიში მომავალ 10 წელს აფასებს და ცდილობს გათვალოს, თუ 2030 წლისთვის, როგორი შეიძლება იყოს სტრატეგიული გარემო ალიანსისთვის და როგორი უნდა იყოს ნატოს მიდგომა ამ გარემოს მიმართ. დიდი გზავნილი ისაა, რომ ნატო ცვალებად გარემოს უნდა მოერგოს რუსეთისგან და ჩინეთისგან მომავალი უწყვეტი და ერთდროული კონკურენციის ფონზე. რუსეთთან და ჩინეთთან სტრატეგიული კონკურენცია ძალიან განსხვავდება იმ გარემოსგან, რომელიც ნატოსთვის ცივი ომის შემდგომ პერიოდში იყო ცნობილი. ცივი ომის შემდეგ, ნატოს სტრატეგიული მოწინააღმდეგე თითქმის არ ჰყოლია.

თქვენ აღნიშნეთ, რომ საფრთხეების დონე იცვლება. ალიანსის ზოგიერთი საფრთხე გაიზარდა, ნაწილი კი ახალია. მათ შორის, ზოგიერთი საფრთხე არასამხედრო ხასიათისაა, მაგალითად – კიბერ სივრცეში, ან ინფორმაციის უსაფრთხოების მხრივ. რას ურჩევთ ალიანსს ამ მხრივ?

ამ ანგარიშის მთავარი მიზანი იყო კონკრეტულად განგვეხილა ნატოს პოლიტიკური როლი და პოლიტიკური გადაწყვეტილების მიღების ინსტრუმენტები. როდესაც სტრატეგიულ გარემოს და საფრთხეებს ვაფასებდით, ჩვენი მთავარი ფოკუსი უფრო პოლიტიკურ საკითხებზე იყო, ვიდრე – სამხედრო საფრთხეებზე. თუმცა, რა თქმა უნდა, ისინი ახლაც, როგორც ყოველთვის, გადაჯაჭვულია. ვფიქრობ, თავიდანვე საჭიროა იმის აღიარება, რომ რუსეთთან და ჩინეთთან გეოპოლიტიკურ კონკურენციას პოლიტიკური და იდეოლოგიური ხასიათიც აქვს, და არა მხოლოდ სამხედრო და მატერიალური. რუსეთიც და ჩინეთიც ავტორიტარული ქვეყნებია. ისინი აწარმოებენ ძალიან აგრესიულ, ძირის გამომთხრელ კამპანიებს დასავლეთის და ალიანსის მოკავშირე სახელმწიფოების შიგნით – იქნება ეს კიბერ თავდასხმები თუ ე.წ. ჰიბრიდული ომის სხვა მეთოდები.

მიტჩელი: ნატოს საქართველოზე მორალური სიცხადე უნდა ჰქონდეს და კონკურენტუნარიანი იყოს

 EMBED SHARE

მიტჩელი: ნატოს საქართველოზე მორალური სიცხადე უნდა ჰქონდეს და კონკურენტუნარიანი იყოს

 EMBED SHAREThe code has been copied to your clipboard. 


width  px height  px

  • გაიზიარეთ ფეისბუქზე
  • გააზიარეთ თვითერზე

The URL has been copied to your clipboard 

No media source currently available0:000:17:185:47

ანგარიშის შექმნისას დიდი დრო და ძალისხმევა დაიხარჯა იმაზე, რომ შეგვეფასებინა ის ინსტრუმენტები, რომლებიც ნატოს უკვე აქვს გამოყენებული. ასევე შევაფასეთ ის მეთოდები, რომელთა ადაპტირებაც ალიანსს დასჭირდება იმისთვის, რომ უკეთ გაუმკლავდეს ახლო მომავალში რუსეთისა და ჩინეთის შესაძლო ძალიან აგრესულ ნაბიჯებს.

როგორც თქვენ ამბობთ, რუსეთისა და ჩინეთისგან მკაფიო ნაბიჯებია მოსალოდნელი, განსაკუთრებით მას შემდეგ, რაც ალიანსი საკუთარი შესაძლებლობების გასაძლიერებლად, ზომებს მიიღებს. რა მოლოდინი გაქვთ, რა შეიძლება იყოს ეს ნაბიჯები?ასევე ნახეთ:მიტჩელი: ნატოს “მორალური სიცხადე” და კავკასიაში გავლენისთვის სტრატეგიის შემუშავება სჭირდება, რაც საქართველოს უკავშირდება

ვფიქრობ, მათი დიდი ნაწილი ჩვენთვის ნაცნობია, რადგან რუსეთსა და ჩინეთს ნამდვილად ბევრი, ასე ვთქვათ, „რეპეტიცია“ ჰქონდათ. ამ ეტაპზე, ჩვენ უკვე ძალიან კარგად ვიცნობთ, მაგალითად, რუსეთის მეთოდებს აღმოსავლეთ ევროპაში, რომლებიც შეფარული ზრახვებია და მოიცავს ყველაფერს – სამხედრო გაძლიერებას, საჰაერო და საზღვაო ძალების გამოყენებას და სხვა საშუალებებს იმისთვის, რომ ნატოს წევრ სახელმწიფოებზე ზეწოლა მოახდინოს. ამაში ასევე შედის ისეთი მეთოდები, როგორიცაა ბრძოლა ნატოს მოკავშირე ქვეყნების შიგნით ტანკებისა და ბომბების გარეშე, კერძოდ კი სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ ნდობის შესასუსტებლად და ერთობის შესარყევად, დეზინფორმაციისა და პროპაგანდის გამოყენება.ასევე ნახეთ:კოფი: აზერბაიჯანში რუსი სამშვიდობოების განთავსებას საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე გავლენა არ ექნება


ვფიქრობ, ძალიან კარგად ვიცნობთ რუსეთის რეპერტუარს. რუსეთის ბოლო ნაბიჯებიდან გამომდინარე, ვერ ვხედავ რაიმე ისეთს, რაც მიგვანიშნებდა, რომ მოსკოვი მსოფლიოს მიმართ მიდგომის შეცვლას აპირებს.

ჩინეთს, ვფიქრობ, ცოტა განსხვავებული რეპერტუარი აქვს. ამ ეტაპზე ჩვენ არ ვსაუბრობთ ჩინეთზე, როგორც ევროატლანტიკური სივრცისთვის პირდაპირ სამხედრო საფრთხეზე. თუმცა, ის უკვე არის ევროატლანტიკურ სივრცეში სამხედრო მოთამაშე, მზარდი საზღვაო შესაძლებლობებით ხმელთაშუა ზღვაში, არქტიკასა და ატლანტიკის რეგიონებში. მომავალი ათწლეულის განმავლობაში, ჩვენ ვნახავთ ჩინეთის მიერ საგარეო პოლიტიკის ნაწილად სამხედრო ინსტრუმენტების უფრო და უფრო მეტად გამოყენებას, მათ შორის, აზიის ქვეყნების მიღმაც.

თუ გავითვალისწინებთ რუსეთში და ჩინეთში ლიდერშიპის ხანგრძლივობას და იმას, რომ წლების მანძლზე, არცერთ მათგანში მმართველობა არ შეიცვლება – რუსეთში პრეზიდენტი პუტინი შესაძლოა 2036 წლამდე დარჩეს ქვეყნის მმართველად, ჩინეთის პრეზიდენტ შის კი არანაირი ლიმიტი არ აქვს. თქვენ ამბობთ, რომ ორივე, ჩინეთი და რუსეთი უფრო მეტად აგრესიულები გახდებიან იმ პირობებში, როცა მათი ხელმძღვანელობა არ იცვლება. დასავლეთში კი პირიქითაა. ქვეყნების ლიდერშიპი ხშირად იცვლება. მაგალითად, ამერიკაში ცოტა ხნის წინ არჩევნები გაიმართა, რომლის შედეგადაც შეიძლება ბევრი რამ შეიცვალოს საგარეო პოლიტიკაში. რას ფიქრობთ ამ ორ საკითხზე – როგორ ესადაგება ნატოს განვითარების სტრატეგიას ისინი – ერთმანეთს ერთის მხრივ დასავლეთში მთავრობის და სტრაგეგიების სწრაფი ცვლილებები და მეორეს მხრივ – ავტორიტარულ ქვეყნებში პოლიტიკის დიდი ხნით განსაზღვრა უცვლელი მთავრობის მიერ?დემოკრატია ქვეყნისთვის ერთგვარი უსაფრთხოების სარქველია, რომელიც წნევის სახიფათო დონემდე გაზრდას ხელს უშლის. ამიტომ, როცა ცვლილება იწყება, ის ტოტალურ დესტაბილიზაციას არ იწვევს. ეს ჩინურ ან რუსულ სისტემებს რომ შევადაროთ, საწინააღმდეგო შედეგს მივიღებთ.

ეს ძალიან საინტერესო შეკითხვაა და ვფიქრობ, თქვენ სწორად გაუსვით ხაზი, დასავლეთსა და ავტორიტარულ მთავრობებს შორის არსებულ, მნიშვნელოვან განსხვავებას. მართალი ხართ, როცა კითხვას სვამთ იმაზე, თუ როგორ ითარგმნება ეს ყველაფერი გეოპოლიტიკურ კონკურენციაში, უპირატესობისა და სუსტი წერტილების თვალსაზრისით. დემოკრატიული სისტემების ქვაკუთხედი ძალაუფლების ხშირი და მშვიდობიანი ცვლაა. ეს შეიძლება არეული პროცესი იყოს, განსაკუთრებით გეოპოლიტიკურად არასტაბილურ პერიოდში და ვფიქრობ, ახლა სწორედ ასეთ დროში ვცხოვრობთ. გეოპოლიტიკური თვალსაზრისით, დემოკრატიული სისტემების უპირატესობა ისაა, რომ მიუხედავად იმისა, რომ მოკლევადიან პერსპექტივაში მათ შეიძლება არეულობა ახლდეს, საბოლოო ჯამში, ეს პროცესები გრძელვადიან სტაბილურობას უზრუნველყოფს, მაგალითად, შეერთებული შტატების, როგორც სახელმწიფოს სტაბილურობას, ან ევროპული ქვეყნების გრძელვადიან სტაბილურობას.

დემოკრატია ქვეყნისთვის ერთგვარი უსაფრთხოების სარქველია, რომელიც წნევის სახიფათო დონემდე გაზრდას ხელს უშლის. ამიტომ, როცა ცვლილება იწყება, ის ტოტალურ დესტაბილიზაციას არ იწვევს. ეს ჩინურ ან რუსულ სისტემებს რომ შევადაროთ, საწინააღმდეგო შედეგს მივიღებთ. ერთის მხრივ, ეს სისტემები სტაბილურობის ილუზიას ქმნის, მაგრამ ეს ხელოვნური სტაბილურობაა. ეს სისტემები საბოლოოდ ინგრევა, რადგან ზედაპირის ქვეშ, სოციუმისგან ცვლილებების მოლოდინით გამოწვეული წნევა მატულობს. ეს როგორც რუსეთში, ასევე ჩინეთშიც ხდება.

უახლეს ისტორიას რომ გადავხედოთ, ავტორიტარული სისტემების პრობლემა სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ არ არსებობს ძალაუფლების მშვიდობიანი შეცვლის გათვლის საშუალება. ამიტომ, როცა რაღაც იცვლება, ეს მოულოდნელად ხდება და ცვლილებებს კატასტროფული შედეგები მოაქვს ადამიანების მსხვერპლით თუ სხვა ფორმით, რასაც დიდი ეკონომიკური ზარალი მოჰყვება. როდესაც მომდევნო 10 წელზე ვსაუბრობთ, და ეს განსაკუთრებით რუსეთს ეხება, როცა ხედავ ქვეყნის შიგნით მზარდ დაძაბულობას, საკითხავი ისაა, თუ რამდენად სტაბილური მოთამაშე იქნება რუსეთი, განსაკუთრებით ვლადიმირ პუტინის შემდეგ. ეს ასევე კარგი კითხვაა ჩინეთთან დაკავშირებითაც.

ამბობთ, რომ რუსეთში რაღაც სახის დესტაბილიზაციის მოლოდინი გაქვთ? განსაკუთრებით, პუტინის შემდგომ რუსეთში?ნაადრევია იმის თქმა, რომ საქართველო ნატოში უნდა გაწევრიანდეს. თუმცა, ასევე სამართლიანია იმის თქმა, რომ ეს ერთი შეხედვით დაუსრულებელი პროცესია, რომელიც თითქოს, თითო კვადრატული მეტრით ზომავს პროგრესს. ვფიქრობ, ღირს დაიწყოს დისკუსია უფრო სტრატეგიულ მიდგომაზე, რომელიც ნატოს მისცემს საშუალებას საქართველოს საკითხი, სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთ მთლიან საკითხად შეაჯეროს. ეს ეტაპობრივ მიდგომას აჯობებს.

სპეკულირება ყოველთვის საშიშია, მაგრამ არ მგონია რთული იყოს იმ უამრავი ფაქტორის დანახვა პუტინის რუსეთში, რომელსაც სოციალური ან ეკონომიკური არეულობის გამოწვევის პოტენციალი აქვს. იმაზე დაკვირვებაც საკმარისია, თუ როგორ გაართვა რუსეთის მთავრობამ თავი კოვიდპანდემიას და რა ხდება თუნდაც ამ ერთი მაგალითის შემთხვევაში. მთავრობის მიმართ საკმაოდ დიდი უკმაყოფილება გაჩნდა. პანდემიის მსხვერპლისა და რუსეთის მოსახლეობის პროპორცია, ქვეყნის სამედიცინო სისტემას დიდი წნეხის ქვეშ აქცევს. ამას კი საზოგადოების ნაწილში უკვე არსებული უარყოფითი შეხედულებები ემატება იმაზე, თუ როგორ მართავს ქვეყანას პუტინის მთავრობა. რთული არაა იმის გათვლა, რომ მომდევნო რამდენიმე წელში შეიძლება მოხდეს რაღაც ისეთი, რაც რუსეთის აქამდე არსებულ სწორხაზოვან და შედარებით სტაბილურ პოლიტიკას შეცვლის. ამის წარმოდგენა შეუძლებელი არ არის.

საუბრობს თუ არა თქვენი ანგარიში ნატოს გაფართოებაზე?

ანგარიში საუბრობს აღმოსავლეთში ნატოს პარტნიორებზე და ხაზგასმით ამბობს იმას, რომ ალიანსმა ღია კარის პოლიტიკა აუცილებლად უნდა შინარჩუნოს. ის ასევე განსაკუთრებულ ყურადღებას აქცევს სუსტ დემოკრატიებს, როლებსაც ნატოს ალიანსში გაწევრიანების მისწრაფებები აქვთ. ანგარიში მკაფიოდ საუბრობს იმაზე, რომ ნატოსთვის პოლიტიკური და სტრატეგიული სარგებლის მომტანია ამ ქვეყნებისთვის გასაგები და თანმიმდევრული გზავნილების მიწოდება. ამასთან, ალიანსმა აქტიური დახმარება უნდა გაუწიოს სუსტ დემოკრატიებს, განსაკუთრებით – ნატოს აღმოსავლეთით მდებარე ქვეყნებს, რომლებიც რუსეთის მხრიდან შიდა და გარე ზეწოლის ქვეშ არიან.

დამოუკიდებელი ექსპერტების ამ ჯგუფისთვის, ანგარიში იყო იმის შესაძლებლობა, რომ გამოგვეხატა და განგვემარტა ჩვენი შეხედულება ნატოს ორიენტაციაზე აღმოსავლეთში, მისი პარტნიორების მიმართ. როგორც უკვე ვთქვი, ანგარიში მკაფიოდ საუბრობს, განსაკუთრებით საქართველოსა და უკრაინის წევრობის პერსპექტივაზე, ღია კარის პოლიტიკაზე და მათ დასავლურ გზაზე. ასევე ვამბობთ, რომ მოკავშირეებმა ამ და სხვა ქვეყნებს, მეტი დახმარება უნდა გაუწიონ, განსაკუთრებით, რუსეთის ზეწოლის ქვეშ მყოფ პარტნიორებს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან როგორც ანგარიში ამბობს, მომდევნო 10 წელში ალიანსისთვის სტრატეგიული გარემო უფრო მკაცრი იქნება. ამის გამო, პარტნიორობა და წევრობის პერსპექტივა ნატოს არსენალში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი პოლიტიკური ბერკეტია.პარტნიორობის მიმართ არა-სტრატეგიული მიდგომები შემუშავდა და ზოგჯერ კი ამან შერეული სიგნალები გამოიწვია. ნატომ უფრო აქტიური სტრატეგიული მიდგომა უნდა შეიმუშაოს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობის სამართავად, როგორებიც საქართველო და უკრაინაა, სწორედ იმის გამო, რომ სტრატეგიული გარემო იცვლება და დასაშვები ცდომილების ზღვარი მცირდება. ნატოს მკაფიო სიგნალების გაგზავნა სჭირდება.

2008 წელს, ნატოს ბუქარესტის სამიტზე ალიანსმა პირობა დადო, რომ უკრაინა და საქართველო ერთ დღეს ნატოს წევრები გახდებოდნენ. მას შემდეგ 12 წელი გავიდა. უნდა ვთქვათ, რომ ნატომ, განსაკთრებით საქართველოსთან ურთიერთობაში, ბევრი სიახლე შეიტნა და შექმნა ახალი პაკეტები, რომლებიც ალიანსს და საქართველოს ერთმანეთთნ კიდევ უფრო აახლოვებს. მაგრამ, წევრობისკენ გადადგმული ხელშესახები ნაბიჯები ჯერ არ ჩანს. მომავალი 10 წლის განმავლობაში, მოელით, თუ არა რაიმე ცვლილებას ამ მხრივ?

ვფიქრობ, ანგარიში კონსტრუქციულად კრიტიკულია ნატოს მიმართ იმ თვალსაზრისით, თუ როგორ მართავს ალიანსი დღეს მის პარტნიორულ ურთიერთობებს. ეს ურთიერთობები, ძირითადად ცივი ომის შემდეგ დაიწყო და ისინი ერთგვარ, სასათბურე პირობებში ჩამოყალიბდა, როცა არ ხდებოდა იმის მკაცრად განსაზღვრა, თუ როგორ უნდა გამოვიყენოთ პარტნიორობა და როგორ ვისაუბროთ წევრობის პერსპექტივაზე. ამის გამო, ვფიქრობ, უკრაინისა და საქართველოს შესახებ დისკუსია ნელი ტემპით მიმდინარეობს. აქამდე ნატოს მიდგომა პარტნიორებისადმი ისეთია – და ეს არა მხოლოდ იმ პარტნიორებს ეხება, რომლებსაც ალიანსში გაწევრიანება სურთ, არამედ ყველა სხვას – რომ პრიორიტეტების და აქტივობების განსაზღვრა ხდება პარტნიორებისგან მომდინარე სიგნალებზე დაყრდნობით, და არა ნატოს მოთხოვნებზე დაფუძნებით.

ამ პარტნიორობის დაფინანსებაც საკმაოდ არარეგულარულია. არ არსებობს ამ აქტივობების დაფინანსების სტაბილური წყაროები. ვფიქრობ, ისეთი ქვეყნები, როგორიცაა საქართველო და უკრაინა, ამის გამო განსაკუთრებით ზარალდებიან. რომ შევაჯამოთ, ვფიქრობ, ამ ყველაფრის გამო, პარტნიორობის მიმართ არა-სტრატეგიული მიდგომები შემუშავდა და ზოგჯერ კი ამან შერეული სიგნალები გამოიწვია. ნატომ უფრო აქტიური სტრატეგიული მიდგომა უნდა შეიმუშაოს ისეთ ქვეყნებთან ურთიერთობის სამართავად, როგორებიც საქართველო და უკრაინაა, სწორედ იმის გამო, რომ სტრატეგიული გარემო იცვლება და დასაშვები ცდომილების ზღვარი მცირდება. ნატოს მკაფიო სიგნალების გაგზავნა სჭირდება.

თუ სწორად გავიგე თქვენი ნათქვამი, ქვეყნებმა მეტად უნდა იაქტიურონ იმისთვის, რომ ნატოს საკუთარი მნიშვნელობა უკეთესად დაანახონ იმისთვის, რომ ალიანსმა მათ მიმართ თანმიმდევრული სტრატეგია შეიმუშავოს. თქვენს წინა თანამდებობაზე საქართველოსთან ახლო შეხება გქონდათ და დარწმუნებული ვარ, ახლაც ეცნობით საქართველოს ამბებს. არის თუ არა რამე ისეთი, რის გაკეთებაც საქართველოს უფრო აქტიურად და უფრო აგრესიულად შეუძლია იმისთვის, რომ ნატო მის მიმართ სტრატეგიული მიდგომის შემუშავებით დააინტერესოს?

საბოლოო ჯამში, ის, რის გაკეთებაც საქართველოს და უკრაინას სჭირდება, ძირითადად შიდა მმართველობას უკავშირდება. მათ მკაფიოდ უნდა მოახდინონ იმის დემონსტრირება, რომ დემოკრატიული მმართველობის და ძლიერი დემოკრატიული სტრუქტურების შექმნის მიმართ, ერთგულები არიან. ამას, ცხადია, თან ერთვის დიდი ზეწოლა, რასაც ის სამეზობლო იწვევს, რომელიც საქართველოს და უკრაინას ერგო. მაგრამ, საბოლოო ჯამში, ნატოს და დასავლეთს მორალური სიცხადე უნდა ჰქონდეს საქართველოსა და უკრაინაზე იმისთვის, რომ უფრო დიდი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღონ. ის, თუ როგორ მართავს ნატო საქართველოსთან ურთიერთობას, ერთგვარი, საკონტროლო სიით, გარკვეულ შეზღუდვებს იწვევს. ამაში დასახული მიზნის მიღწევას და გეგმის განხორციელებას ვგულისხმობ. ამ შემთხვევაში პერსონალურ მოსაზრებას გიზიარებთ და არა ანგარიშის შემდგენი მთელი გუნდისას.

საბოლოო ჯამში, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად სტრატეგიული მიდგომა გვჭირდება, რომელიც ბუქარესტის სამიტის დასკვნას, მისი პირობის საფუძველს თავიდან შეხედავს და ურთიერთობაზე უფრო ყოვლისმომცველად ისაუბრებს იმის ნაცვლად, რომ მიღწეული პროგრესის შეფასების მიმართ ეტაპობრივი მიდგომა ჰქონდეს. ვფიქრობ, ეს ეტაპობრივი მეთოდი იმ ქვეყნებს, რომლებიც საქართველოს და უკრაინის ნატოში გაწევრიანების წინააღმდეგი არიან, გაცილებით ფართო შესაძლებლობებს აძლევს, იმისთვის, რომ საქართველოს ნატოში გაერთიანებას შეეწინააღმდეგონ. ეს ბევრ შესაძლებლობას ქმნის იმისთვის, რომ ეს გადაწყვეტილება ხელახლა იქნას განხილული.

ამის ნაცვლად, უფრო ყოვლისმომცველი, სტრატეგიული მიდგომა ვფიქრობ უფრო მართებული იქნება, რომელიც ურთიერთობებს ჯამურად შეაფასებს და გააცნობიერებს იმას, რომ ნატოს აღმოსავლეთში დადებითი გავლენისთვის, კონკურენტუნარიანობა სჭირდება. ეს იმას არ ნიშნავს, რომ ჯადოსნური ჯოხის მოქნევით, წევრობა შეიძლება ხვალ დადგეს, მაგრამ ვფიქრობ, ეს შექმნის უფრო გონივრულ და რეალისტურ დიალოგს ჩვენს პარტნიორებთან, რომლებიც ალბათ ხშირად სასოწარკვეთაში არიან, პროგრესის ნაკლებობის გამო.

თქვენი აზრით, რომ არ არსებობდეს ეს საკონტროლო სია და ეგრეთწოდებული, ეტაპობრივი მიდგომა, როგორც თქვენ თქვით, უკრაინა ნალებად ალბათ, მაგრამ საქართველო თქვენი აზრით, მზად არის ნატოს წევრობისთვის?

უდავოა, რომ საქართველომ მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა დემოკრატიული მმართველობის მხრივ. ის ნატოს ახლო და ეფექტური პარტნიორია. სტრატეგიული გარემოდან და ნატოს მხრიდან შიდა კონსოლიდაციის საჭიროებიდან გამომდინარე, ვფიქრობ, სამართლიანი იქნება იმის თქმა, რომ ალიანსის დანიშნულების საფუძვლებს და მის მმართველობას უნდა დავუბრუნდეთ. ვფიქრობ, ნაადრევია იმის თქმა, რომ საქართველო ნატოში ახლა უნდა გაწევრიანდეს. თუმცა, ასევე სამართლიანია იმის თქმა, რომ ეს ერთი შეხედვით დაუსრულებელი პროცესია, რომელიც თითქოს, თითო კვადრატული მეტრით ზომავს პროგრესს. ვფიქრობ, ღირს დაიწყოს დისკუსია უფრო სტრატეგიულ მიდგომაზე, რომელიც ნატოს მისცემს საშუალებას საქართველოს საკითხი, სტრატეგიული და პოლიტიკური თვალსაზრისით, ერთ მთლიან საკითხად შეაჯეროს. ეს ეტაპობრივ მიდგომას აჯობებს და ჩემი აზრით, უფრო მეტადაა თანხვედრაში იმასთან, თუ როგორ შეუძლია ნატოს, როგორც ალიანსს, კავკასიაში გავლენისთვის ბრძოლა.

ია მეურმიშვილი
ამერიკის ხმა

Share20Tweet13Share4Pin5SendShareShare3ShareSend
INFONEWS.GE

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური სააგენტო "INFO NEWS"

RelatedPosts

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე
საზოგადოება

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

ავტორი ვაკო კუპრაშვილი
დეკემბერი 23, 2020
0
442

„ალბათ, მომავალ ზაფხულამდე მაინც მოგვიწევს კორონავირუსთან ერთად აქტიური თანაცხოვრება. მგონი, 2021 წელი უნდა იყოს კორონას დედამიწაზე ბოგინის ბოლო წელი“, –...

წაიკითხე მეტი
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020
307
საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

დეკემბერი 23, 2020
146
განათლება – ეფექტური იარაღი

განათლება – ეფექტური იარაღი

დეკემბერი 23, 2020
110
ვარშალომიძე, დეკანოიძე თუ მელია – წყარო პარტიის მომავალ თავმჯდორედ გამოკვეთილ ლიდერს ასახელებს

ვარშალომიძე, დეკანოიძე თუ მელია – წყარო პარტიის მომავალ თავმჯდორედ გამოკვეთილ ლიდერს ასახელებს

დეკემბერი 18, 2020
230
  • ტრენდული
  • კომენტარები
  • უახლესი
რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

რატომ გადააქვს ზოგ ინფიცირებულს კოვიდი უსიმპტომოდ, ზოგს კი მძიმედ – კვლევა

დეკემბერი 18, 2020
ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

ბრიტანეთში ახალი ტიპის კორონავირუსი დაფიქსირდა, რომელიც საგანგაშოდ სწრაფად ვრცელდება

დეკემბერი 14, 2020
მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

მნიშვნელოვანი ინფორმაცია ვაქცინაზე – ნახეთ, რა დადგინდა ვაქცინაციის დაწყებიდან რამდენიმე დღეში

დეკემბერი 12, 2020
მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

მთლიანად იცვლება საზოგადოებრივი ტრანსპორტის სისტემა და სტრუქტურა – ნახეთ რა ცვლილებებს აანონსებს დედაქალაქის ვიცე-მერი

დეკემბერი 12, 2020

They Spoke In Monosyllables And Short Jerky

0

The Hottest month in the Sahara desert

0

Nor Would Difference of Country Make Very Essential Difference

0

It was going to be a lonely trip back

0
2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

დეკემბერი 23, 2020
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020
საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

დეკემბერი 23, 2020
განათლება – ეფექტური იარაღი

განათლება – ეფექტური იარაღი

დეკემბერი 23, 2020


Recent News

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

დეკემბერი 23, 2020
442
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020
307
საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

საქართველოში კორონავირუსით 2 345 ადამიანი დაინფიცირდა, 3 560 კი გამოჯანმრთელდა – 23 დეკემბერის სტატისტიკა

დეკემბერი 23, 2020
146
განათლება – ეფექტური იარაღი

განათლება – ეფექტური იარაღი

დეკემბერი 23, 2020
110

INFONEWS.GE

საინფორმაციო ანალიტიკური საგაგენტო “INFO NEWS”

No Result
View All Result
https://www.youtube.com/watch?v=ZPNFvJGu34M

Browse by Category

  • COVID19
  • FACEBOOK
  • განათლება
  • დაუხარისხებელი
  • დიპლომატია
  • ევროპული გზა
  • ეკონომიკა
  • ეს საინტერესოა
  • ექსკლუზივი
  • კატეგორიის გარეშე
  • კულტურა
  • მეცნიერება
  • მსოფლიო
  • პარლამენტი
  • პოლიტიკა
  • რეგიონი
  • საზოგადოება
  • სამართალი
  • სამხედრო
  • სპორტი
  • სტატისტიკა-კვლევა
  • სხვა
  • ტაბლოიდი
  • ტექნოლოგიები
  • ტოპ
  • ყველა სიახლე
  • შოუბიზნესი
  • ჯანმრთელობა
  • ჰოროსკოპი

Recent News

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

2021 წელი დედამიწაზე კორონას ბოგინის ბოლო წელი იქნება – პაატა იმნაძე

დეკემბერი 23, 2020
პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

პირველი ოპოზიციონერი დეპუტატი პარლამენტში შედის! – ვინ აღმოჩნდა ის

დეკემბერი 23, 2020


  • ჩვენ შესახებ
  • რეკლამა საიტზე
  • მასალის გამოყენების პირობები

© 2020 INFONEWS.GE

No Result
View All Result
  • მთავარი
  • ყველა სიახლე
  • პოლიტიკა
  • ეკონომიკა
  • მსოფლიო
  • COVID19
  • საზოგადოება
    • განათლება
    • ევროპული გზა
  • სამართალი
    • რეგიონი
    • დიპლომატია
    • შემთხვევა
    • სამხედრო
    • თვალსაზრისი
  • მეცნიერება
    • გაჯეტები
    • ტექნოლოგიები
  • ტრენდი
    • LIFE
    • მშობლები
    • სილამაზე
    • სტილი
    • ჰოროსკოპი
  • გართობა
    • FACEBOOK
    • ბუნება
    • კინო
    • კულტურა
    • მოგზაურობა
    • საკნატუნო
    • სპორტი
    • ტაბლოიდი
    • შოუბიზნესი
    • ცნობილები
    • ხელოვნება
  • სხვა
    • ჯანმრთელობა
    • ციტატები
    • სტატისტიკა-კვლევა
    • რემონტი
    • კულინარია
    • დაიჯესტი
    • ეს საინტერესოა
    • ანონსი
    • ვიდეო

© 2020 INFONEWS.GE

Welcome Back!

Login to your account below

Forgotten Password? Sign Up

Create New Account!

Fill the forms bellow to register

All fields are required. Log In

Retrieve your password

Please enter your username or email address to reset your password.

Log In
We use cookies on our website to give you the most relevant experience by remembering your preferences and repeat visits. By clicking “Accept”, you consent to the use of ALL the cookies.
Cookie settingsACCEPT
Manage consent

Privacy Overview

This website uses cookies to improve your experience while you navigate through the website. Out of these, the cookies that are categorized as necessary are stored on your browser as they are essential for the working of basic functionalities of the website. We also use third-party cookies that help us analyze and understand how you use this website. These cookies will be stored in your browser only with your consent. You also have the option to opt-out of these cookies. But opting out of some of these cookies may affect your browsing experience.
Necessary
Always Enabled

Necessary cookies are absolutely essential for the website to function properly. This category only includes cookies that ensures basic functionalities and security features of the website. These cookies do not store any personal information.

Non-necessary

Any cookies that may not be particularly necessary for the website to function and is used specifically to collect user personal data via analytics, ads, other embedded contents are termed as non-necessary cookies. It is mandatory to procure user consent prior to running these cookies on your website.

Add New Playlist