მიხეილ სააკაშვილის პრემიერ-მინისტრად დანიშვნის სამართლებრივი გზები (ვიდეო)

მიხეილ სააკაშვილის საქართველოსა და ქართულ პოლიტიკურ სივრცეში დაბრუნება იურისტების განხილვის საგანი ხდება. როგორ შეძლებს ქვეყნის მესამე პრეზიდენტი საარჩევნო კამპანიაში მონაწილეობას და ქვეყანაში ჩამოსვლას მოქალაქეობის არარსებობისა და გასამართლებული პირის სტატუსის პირობებში.

რა სამართლებრივი გზები არსებობს იმისათვის, რომ სააკაშვილმა დააკმაყოფილოს კანონის მოთხოვნები და ოპოზიციის გამარჯვების შემთხვევაში პრემიერმინისტრი გახდეს? – ოპოზიციის გეგმები პირდაპირ არჩევნების შედეგებზეა დამოკიდებული. “ნაციონალურ მოძრაობაში” ამბობენ, რომ თუკი ოპოზიციას ექნება 
უმრავლესობა, მიხეილ სააკაშვილის პრემიერმინისტრობა სრულიად რეალური გახდება.

მათივე თქმით, დღეისათვის, სააკაშვილის წინაშე ორი სამართლებრივი ბარიერია: მოქალაქეობის არქონა და სისხლისსამართლებრივი დევნა და მის წინააღმდეგ მიმდინარე პროცესები.

თუკი ოპოზიცია მოახერხებს, რომ მოაგროვოს უმრავლესობა იმისათვის, რომ გაატაროს საკანონმდებლო ცვლილებები, ამ შემთხვევაში სამი ნორმატიული აქტის მიღება იქნება საჭირო, რომ შეიცვალის კანონი მოქალაქეობის შესახებ, რომ საქართველოს მესამე პრეზიდენტს იოლად დაუბრუნდეს საქართველოს მოქალაქეობა და ასევე, პოლიტიკური დევნის შესახებ შესაბამისი კანონმდებლობის მიღება, რომელიც მას გაუადვილებს, რომ ის ბრალი მოეხსნას, რომელიც მას ამ ეტაპზე წაყენებული აქვს, – ამბობს ენმ-ს წევრი ლევან ბეჟაშვილი.

შეგახსენებთ, რომ 7 სექტემბერს, “ნაციონალურმა მოძრაობამ” და გაერთიანებულმა ოპოზიციამ “ძალა ერთობაშია” მიხეილ სააკაშვილი პრემიერმინისტრობის კანდიდატად წარადგინეს

მანამდე კი, 27 აგვისტოს, საქართველოს მესამე პრეზიდენტმა სპეციალური ვიდეომიმართვა გაავრცელა, სადაც განაცხადა, რომ საქართველოში ბრუნდება.

ცნობისთვის, “ქართულმა ოცნებამ”, ხელისუფლებაში მოსვლიდან მალევე, საქართველოს მესამე პრეზიდენტის წინააღმდეგ არაერთი საქმე აღძრა. სააკაშვილმა კი საქართველო 2013 წელს, საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ დატოვა.

პროკურატურამ მიხეილ სააკაშვილს ბრალი წარუდგინა 2007 წლის 7 ნოემბრისა და ტელეკომპანია “იმედის” დარბევის საქმეზე, დეპუტატ ვალერი გელაშვილის ცემის საქმეზე. პრეზიდენტ სააკაშვილს
უკავშირდება ე.წ. “პიჯაკების საქმეც” – პროკურატურა მესამე პრეზიდენტსა და სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ყოფილ უფროსს, თეიმურაზ ჯანაშიას საბიუჯეტო სახსრების, კერძოდ კი 9 მილიონი ლარის გაფლანგვას ედავება. სააკაშვილს ბრალი წარუდგინეს სანდრო გირგვლიანის გარდაცვალების საქმეზეც. 

ამ დროისთვის, მიხეილ სააკაშვილს პატიმრობა მისჯილი აქვს: 

  • სანდრო გირგვლიანის საქმეზე – თავისუფლების სამი წლით აღკვეთა;
  • ვალერი გელაშვილის ცემის ფაქტზე – ექვსწლიანი პატიმრობა.

მიმდინარე საქმეები: 

  • 7 ნოემბრის საქმე;
  • ე.წ პიჯაკების საქმე.

სააკაშვილი 7 მაისიდან უკრაინის რეფორმების ეროვნული საბჭოს აღმასრულებელი კომიტეტის თავმჯდომარეა.

შეგახსენებთ, რომ 31 ოქტომბერს ჩანიშნულ არჩევნებში მონაწილეობის მისაღებად სულ 66 პოლიტიკური პარტია დარეგისტრირდა. 


 
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.