მნიშვნელოვანია დაგროვებითი საპენსიო სისტემა იყოს სავალდებულო და ამ მხრივ ცვლილება კანონპროექტში არ შევა – ეკონომიკის მინისტრის მოადგილე

ეკონომიკის მინისტრის მოადგილე ეკეტერინე მიქაბაძე დაგროვებითი პენსიის კანონპროექტზე საუბრობს. მიქაბაძის განცხადებით, მნიშვნელოვანია, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა იყოს სავალდებულო ხასიათის და ამ მხრივ ცვლილება კანონპროექტში არ შევა.

„მნიშვნელოვანია, რომ დაგროვებითი საპენსიო სისტემა იყოს სავალდებულო ხასიათის და ამ მხრივ ცვლილება კანონპროექტში არ შევა. 40 წლამდე დასაქმებულები იქნებიან სისტემაში სავალდებულო ჩართულობით. ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ სისტემა იყოს ფუნქციონირებადი, მოხდეს თანხების აკუმულირება და მოქალაქეებს მიეცეთ ღირსეული პენსია”, – აღნიშნა მიქაბაძემ.

კანონპროექტის განხილვა პარლამენტში საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტში მიმდინარეობს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.