მობილიზაცია გარეჯში – აზერბაიჯანი საქართველოს მხრიდან პროვოკაციაზე საუბრობს

დღეს დავით გარეჯობაა. სასულირო პირები და ადგილობრივები ამ წუთებში, დავით გარეჯის სამონასტრო კომპლექსთან  იკრიბებიან.

სრული მობილიზაციია გამოცხადებული ჩიჩხიტურის მონასტერთან, სადაც დღეს დილიდან აზერბაიჯანელი მესაზღვრები და ქართული დანაყოფები იმყოფებიან. პატრულირების გაძლიერების მიზეზი, აზრებაიჯანის სასაზღვრო პოლიციის განცხადებები გახდა, რომლის მიხედვითაც, დღეს დავით გარეჯის სამონასტრო კომპლაექსის ტერიტორიაზე საქართველოს მხრიდან პროვოკაცია იგეგმება.

შეგიძლიათ, ყველა სახის ინფორმაციაზე პრესცენტრს მიმართოთ. გარეჯობა, შეგიძლიათ, გარეჯში აღნიშნოთ, – ამბობს “მთავარ არხთან” ერთ-ერთი მესაზღვრე. 

მრევლი კი დავით გარეჯის ოკუპაციაზე საუბრობს.

გარეჯი ახლა აზერბაიჯანის მიერ ოკუპირებულია. ჩვენთვის, ქართველებისთვის, ძალიან სამწუხაროა ეს ფაქტი. მხოლოდ დავითის ცრემლებამდე მისვლა შეგვიძლია. უფლის მადლით, გვაქვს იმედი, რომ ეს გამოსწორდება, – ამბობს ერთ-ერთი მომლოცველი.

მსველელობას გარეჯში, მართლმადიდებელ მშობელთა კავშირის ხელმძღვანელი, გურამ ფალავანდიშვილი შეურთდა. ის არ გამორიცხავს, რომ ამ განცხადებაში “ქართული მარში” და თავად გურამ ფალავანდიშვილიც იგულისხმებოდეს. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.