“მოგზაურებს, რომლებსაც პანდემიისგან გამოქცევა უნდათ, შესაძლებლობა აქვთ, საქართველოს მთებში შვებით ამოისუნთქონ” – Lonely Planet

მსოფლიოში პოპულარული სამოგზაურო გამოცემა – Lonely Planet სეზონის მზადების შესახებ სტატიას აქვეყნებს სათაურით – მთები, ლაშქრობა და ღვინო: საქართველო ივლისში საერთაშორისო ტურისტებისთვის იხსნება.

სტატიაში აღნიშნულია, რომ კორონავირუსის გამო, საზღვრების ჩაკეტვამდე, 2019 წელს, საქართველომ საერთაშორისო მოგზაურთა მიღების პიკს მიაღწია. ქვეყანაში 9 მილიონზე მეტი საერთაშორისო ვიზიტი შედგა.

„საქართველომ დაამტკიცა, რომ ქვეყნის სწრაფი ჩაკეტვით წარმატებულ შედეგს მიაღწია. პატარა კავკასიურ ქვეყანას, რომლის მოსახლეობაც 4 მილიონამდეა, ოფიციალურად ვირუსით ინფიცირების მხოლოდ 731 შემთხვევა აქვს და მხოლოდ 12 ადამიანი გარდაიცვალა“, – წერს ჟურნალისტი.

სტატიაში მოყვანილია ეკონომიკის მინისტრის ნათია თურნავას განცხადება, რომელიც იმედოვნებს, რომ საქართველოს ბრენდი ჩამოყალიბდება, როგორც უსაფრთხო ტურისტულ მიმართულებად, რომელმაც COVID-19-თან ბრძოლაში თვალსაჩინო წარმატებას მიაღწია.

ამასთან, სტატიაში მოყვანილია საქართველოს ტურისტული სექტორის წარმომადგენლების მოსაზრებები, რომლებიც იმედოვნებენ, რომ ქვეყნის თითოეული ტურისტული ადგილი სამოგზაუროდ უსაფრთხო იქნება.

„მოგზაურებს, რომლებსაც მსოფლიო მასშტაბით მძვინვარე პანდემიისგან გამოქცევა უნდათ, უზარმაზარი შესაძლებლობა აქვთ, რომ საქართველოს იზოლირებულ მთებში შვებით ამოისუნთქონ”, – წერია სტატიაში.
Lonely Planet -ის ჟურნალისტი მკითხველს კონკრეტულ რჩევას აძლევს, თუ სად უნდა იმოგზაუროს საქართველოში.

„საქართველოს მთები ზაფხულში ლაშქრობისთვის პოპულარულ მიმართულებად ჩამოყალიბდა, სვანეთსა და თუშეთში ტურისტული ჰაბები გაფართოვდა, იმისგამო, რომ წლის უდიდესი ნაწილი ეს მაღალმთიანი კუთხეები მკაცრი კლიმატური პირობების გამო სამყაროს მოწყვეტილია შეგვიძლია ვთქვათ, რომ იდეალური ადგილებია იზოლირებული დასვენებისთვის. საქართველოში ტურიზმის გახსნასთან ერთად სოფლის მოსახლეობა და ტურისტული ინდუსტრიის წარმომადგენლები უნდა იყვნენ დარწმუნებულები, რომ ისინი დაცული იქნებიან COVID-19-ის ხელახალი აფეთქებისგან“, – წერს რიჩარდ ქოლეთი. Lonely Planet-ს მთელ მსოფლიოში ყოველთვიურად 13 მილიონი მკითხველი ჰყავს. გამოცემა 40 წელზე მეტია, მოგზაურებისთვის მნიშვნელოვანი ინფორმაციის წყაროა.

https://2020news.ge
0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.