მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. მე ასევე მივმართავ მათ, გაათავისუფლონ პოლიტიკური პატიმრები – ანა ფოტიგა

მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. მე ასევე მივმართავ მათ, გაათავისუფლონ გიორგი რურუა-განაცხადა ევროპარლამენტარმა ანა ფოტიგამ. 

შესაბამისი განცხადება მან ევროპარლამენტში გამართული დებატების დროს გააკეთა, სადაც საქართველოს მიერ ევროკავშირთან გაფორმებული ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის შესახებ ანგარიში განიხილეს.

სხდომაზე ანა ფოტიგამ “მთავარი არხის” დამფუძნებლის, გიორგი რურუას შესახებაც ისაუბრა და მისი გათავისუფლება კიდევ ერთხელ მოითხოვა.

“დაბრკოლებების და სირთულეების მიუხედავად, საქართველო ინარჩუნებს ევროატლანტიკურ გეზს, განსაკუთრებით უსაფრთხოებისა და თავდაცვის სფეროებში. საპარლამენტო არჩევნებამდე ცოტა ხნით ადრე, მოვუწოდებ საქართველოს მთავრობას, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნების ჩატარება. მე ასევე მივმართავ მათ, გაათავისუფლონ გიორგი რურუა და ამგვარად, შეასრულონ ოპოზიციის ლიდერებთან მიღწეული შეთანხმების პირობები”, – განაცხადა ანა ფოტიგამ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.