მოზარდებში კიბოს დიაგნოზი 6-ჯერ გაიზარდა – ომბუდსმენის ანგარიში

სახალხო დამცველი თავის 2018 წლის ანგარიშში ყურადღებას ამახვილებს პაციენტთა უფლებების არაეფექტიან დაცვასა და ხარისხიან სერვისებზე ხელმიუწვდომლობაზე.

ანგარიშში ნათქვამია, რომ საკმაოდ მძიმეა ონკოპაციენტების მდგომარეობა. სტატისტიკის მიხედვით, ბოლო 5 წელიწადში მოზარდებში კიბოს დიაგნოზების რაოდენობა 6-ჯერ გაიზარდა, ხოლო საერთო სიკვდილიანობის 14% მოდის ამ დაავადებებზე.

„სამწუხაროდ, არ არსებობს ერთიანი სახელმწიფო პროგრამა და პაციენტებს გართულებულად, სხვადასხვა პროგრამების ფარგლებში მიუწვდებათ ხელი საკმაოდ ძვირადღირებულ მკურნალობის კურსსა და მედიკამენტებზე“, – ნათქვამია ანგარიშში.

ომბუდსმენი მოუწოდებს მთავრობას შეიმუშაოს პროფილური პროგრამა, რომელიც უზრუნველყოფს ონკოლოგიურ დაავადებათა ახალი შემთხვევების დროულად გამოვლენას და ონკოლოგიური პაციენტებისთვის მკურნალობას ხელმისაწვდომს გახდის.

fortuna.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია