„მოკავშირეებს პუტინის ნდობა არ შეუძლიათ, მას მისი ქვეყანა კორუფციისა და მკვლელების გზისკენ მიჰყავს“

რესპუბლიკელმა კონგრესმენმა, მაიკლ მაკკოლიმ კონგრესში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ  რუსეთს არ უნდა მიეცეს „დიდი შვიდეულის“ ფორმატში დაბრუნების უფლება, რადგან რუსეთმა საქართველოსა და უკრაინის ტერიოტრიების ოკუპაცია მოახდინა.

„პრეზიდენტ პუტინის მმართველობით, რუსეთი შეიჭრა და ოკუპაცია მოახდინა საქართველოსა და უკრაინის ტერიტორიების, მისი მმართველობის პერიოდში  რუსეთში და მის ფარგლებს გარეთაც კლავენ პოლიტიკურ  ოპონენტებს.  ყველა ეს ქმედება ეწინააღმდეგება  „დიდი  შვიდეულის“  ჯგუფის ფუნდამენტური პრინციპებსა და მთელს მსოფლიოში  საფრთხეს უქმნის დემოკრატიას. როგორც უკვე  არაერთხელ ვთქვი, ბატონი პუტინი არ არის ჩვენი მეგობარი. აშშ-სა და მის მოკავშირეებს პუტინის ნდობა არ შეუძლიათ იმ პირობებში, როდესაც მას მისი ქვეყანა კორუფციისა და მკვლელების გზისკენ მიჰყავს“, – განაცხადა კონგრესმენმა.

 აშშ-ის კონგრესში  მიიღეს რეზოლუცია, რომელშიც კანონმდებლები  რუსეთის „დიდი შვიდიანის“ სამიტზე მიპატიჟების წინააღმდეგ გამოდიან. დოკუმენტში ნათქვამია, რომ რუსეთს ფორუმზე  მხოლოდ მას შემდეგ მიიწვევენ, როცა ეს ქვეყანა კვლავ პატივისცემით მოეკიდება „მეზობელი ქვეყნების ტერიტორიულ მთლიანობას“.

https://2020news.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.