მოლდოველ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს, ვლადიმირ პლახოტნიუკს აშშ-მა სანქციები დაუწესა – რა ელის ქართველ ოლიგარქს?

მოლდოველ ბიზნესმენსა და პოლიტიკოსს, ვლადიმირ პლახოტნიუკს აშშ-მა სანქციები დაუწესა. აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, შემზღუდველი ზომების მიღება პლახოტნიუკის კორუფციულ საქმიანობას უკავშირდება. ვაშინგტონის სანქციები შეეხოთ ასევე ვლადიმირ პლახოტნიუკის მეუღლეს, ოკსანა კილდესკუს და მათ ორ შვილს.

„ვლადიმერ პლახოტნიუკის კორუმპირებულმა ქმედებებმა შეარყია კანონის უზენაესობა და მკაცრად დააზარალა დემოკრატიული ინსტიტუტების დამოუკიდებლობა მოლდოვაში. დღეს მას საჯაროდ ვასახელებ. აშშ მოლდოვის გვერდით დგას კორუფციასთან ბრძოლაში“, – დაწერა აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, მაიკ პომპეომ მიკრობლოგ „ტვიტერში“. აშშ-ის მხრიდან მოლდოვის მოქალაქეზე ეს პერსონალური სანქციების დაწესების პირველი შემთხვევაა.

ipress.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.