მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები იყოს – პარტიების რეიტინგი IPSOS-ის ახალ კვლევაში

ფრანგულმა კომპანია IPSOS – მა “მთავარი არხის” დაკვეთით არჩევნებამდე რამდენიმე კვირით ადრე, რიგით მეორე კვლევა ჩაატარა. 

კითხვაზე, მომდევნო კვირას რომ საპარლამენტო არჩევნები გაიმართოს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? – შედეგები ასე გადანაწილდა:

  • ქართული ოცნება – 24.5%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 17.4% 
  • ევროპული საქართველო – 6.9%
  • ლელო – 3.6%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 3.4% 
  • ლეიბორისტული პარტია – 1.9%
  • გირჩი – 1.8%
  • პატრიოტთა ალიანსი – 1.7%
  • ერთიანი საქართველო – 1.0% 
  • მოქალაქეები – 1.0%
  • სხვა პარტიები – 3.8%
  • არ ვიცი – 19.0%
  • უარი პასუხზე – 14.0%

    იგივე შეკითხვაზე, პასუხები ალოკაციით: 

    ალოკაციით (ალოკაცია არის ხმების დათვლის ისეთი საშუალება, როცა რესპონდენტი ღიად არ ასახელებს ფავორიტ კანდიდატს, თუმცა ანალიტიკოსები მაინც ხვდებიან, ვისთვის აპირებს ის ხმის მიცემას) მიღებული შედეგებით კი, იგივე კითხვაზე ხმები ასე გადანაწილდა:

     
  • ქართული ოცნება – 37.2%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 27.2% 
  • ევროპული საქართველო – 10.6%
  • ლელო – 6.3%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 6.1% 
  • ლეიბორისტული პარტია – 2.1% 
  • პატრიოტთა ალიანსი – 2.1%
  • გირჩი – 1.9%
  • ერთიანი საქართველო – 1.8% 
  • მოქალაქეები – 1.7%
  • სხვა პარტიები – 3%


შეგახსენებთ, 2 კვირის წინანდელ პასუხებსაც, ასევე ალოკაციით: 

  • ქართული ოცნება – 38%
  • ენმ და გაერთიანებული ოპოზიცია – 26%
  • ევროპული საქართველო – 9%
  • სტრატეგია აღმაშენებელი – 5%
  • ლეიბორისტული პარტია – 4%
  • პატრიოტთა ალიანსი – 4%
  • გირჩი – 3%
  • ერთიანი საქართველო – 3%
  • ლელო – 3%
  • მოქალაქეები – 2%
  • სხვა პარტიები – 2%

    სრულად 2 კვირის წინანადელი კვლევის პასუხები შეგიძლიათ ნახოთ აქ.

“მთავარი არხის” დაკვეთით, IPSOS-მა კვლევა 23 სექტემბრიდან 1 ოქტომბრის ჩათვლით პერიოდში ჩაატარა. საქართველოს მასშტაბით სულ 1500 რესპონდენტი გამოიკითხა. ცდომილების ფარგლები კი +-2,5%-ია.

კანონით გათვალისწინებული ინფორმაცია გამოქვეყნებულია ჩვენს ვებსაიტზე mtavari.tv, სექტორში “არჩევნები 2020”.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.