მორიგი დიპლომატიური სკანდალი – მეგობარი ქვეყნების ერთობლივი წერილი საქართველოს გარეშე

საქართველო მორიგ დიპლომატიურ სკანდალში ეხვევა. ორი დღის წინ გერმანულ გამოცემაში  უკრაინის, ლიტვის, ლიეტუვისა და ესტონეთის  საგარეო საქმეთა სამინისტროები ერთობლივ სტატია გამოქვეყნდა, სადაც საუბარია როგორ ცვლის და მანიპულირებს ისტორიული ფაქტებით რუსეთი

საგარეო უწყებების ხელმძღვანელები ასევე ხაზს უსვამენ, რომ საქართველოს მიმართ 2008 წელს და 2014 წელს უკრაინაში განხორციელებული აგრესიის შედეგად, რუსეთმა სერიოზული ზიანი მიაყენა ევროპული უსაფრთხოების იდეას. 

წერილს ხელს არ აწერს საქართველო. საგარეო საქმეთა სამინისტროში ამასთან დაკავშირებით კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა, ხოლო მმართველ გუნდში ამბობენ, ეს საკითხი მათ არ ეხებათ და არაფერი იცინა.

ოპოზიციის შეფასებით კი ამ წერილზე საქართველოს მხრიდან ხელმოწერის არქონა ნიშნავს, რომ საქართველო აღარ მოიაზრება მოკავშირედ, ან დავით ზალკალიანმა ვერ გაბედა მასზე ხელმოწერა

ორივე შემთხვევაში ეს აჩვენებს რომ საქართველო სულ უფრო სწრაფად ეხვევა რუსეთის ზეგავლენის ქვეშ – ამბობს სალომე სამადაშვილი

ეს მნიშვნელოვანი სიგნალი იქნება ჩვენი მეგობრებისთვის, რომ საქართველო აღარ იღწვის ცივილიზებულ ერთა ოჯახისწკნ- ამბობს გიორგი კანდელაკი

“ლელო საქართველოს” პოლიტიკური საბჭოს წევრის, ლაშა ბაქრაძის თქმით, შესაძლოა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი საქმის კურსში არც ჩააყენეს, რაც იმას ნიშნავს, რომ საქარველოს ხმა რუსული პროპაგანდის წინააღდეგ მსოფლიოში, უმნიშვნელოა.

“მთავარი”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.