“მოსალოდნელია ინფექციის მეორე ტალღაც და მესამეც” – დიმიტრი ხუნდაძე უფრო შორს წავიდა – ვითომ ამბოხებულის მორიგი დავალება საზოგადოებაზე და ოპოზიციაზე კონტროლის დასამყარებლად?

პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე დიმიტრი ხუნდაძე მოსახლეობას ინფექციის მეორე ტალღის შესახებ მოსახლეობას აფრთხილებს.

„ეპიდემილოგიური სურათი საგანგებო მდგომარეობის გაუქმების საშუალებას გვაძლევდა, თუმცა თვითკმაყოფილების უფლება ნამდვილად არ გვაქვს, რადგან პანდემია რჩება და ამიტომაც ჩვენ შევიმუშავეთ კანონი, რომ საგანგებო მდგომარეობის გარეშე მთავრობას ჰქონოდა საშუალება, რომ კრიზისული ვითარება ემართა.

როგორც ინფექციონისტები და დარგის სპეციალისტები ვარაუდობენ, მოსალოდნელია ინფექციის მეორე, მზარდი ტალღა და შესაძლოა, იყოს მესამეც. ამიტომაც კონტროლის მიღმა ამ ვითარების დატოვება საფრთხის შემცველია და ეს საფრთხე შეიძლება იყოს თითოეული მოქალაქის სიცოცხლის ტოლფასი.

საყურადღებოა, რომ სამეზობლოში, რუსეთში, სასომხეთში, აზერბაიჯანში ეპიდსიტუაცია საკმაოდ არასახარბიელოა და ეს დამატებით ყურადღებას მოითხოვს“ – განაცხადა “ქრონიკასთან” დიმიტრი ხუნდაძემ.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.