მოსამართლეთა სკანდალური დანიშვნები – ეუთო პოლიტიკურ მიკერძოებულობაზე საუბრობს და მოსამართლეების კვალიფიკაციას ეჭვქვეშ აყენებს


ეუთო-ს დემოკრატიული ინსტიტუტებისა და ადამიანის უფლებების ოფისი (ეუთო/ოდირი) მოსამართლეთა შერჩევის პროცესზე განცხადებას ავრცელებს.

განცხადების ავტორების შეფასებით, ხელისუფლების წარმომადგენლები ვერ ახერხებენ მიუკერძოებელი პროცესის უზრუნველყოფას მკაფიოდ განსაზღვრულ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიკერძოებული პოლიტიკის გარეშე.

განცხადების თანახმად, მოსმენები პარლამენტსა და იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ზოგადად ღია და გამჭვირვალე გარემოში მიმდინარეობდა, რაც უზრუნველყოფდა მოქალაქეებისთვის პროცესის ღიაობას, თუმცა ის ფაქტი, რომ პარლამენტმა გადამწყვეტი როლი ითამაშა მოსამართლეთა დანიშვნაში და ვერ უზრუნველყო, რომ პროცესი დაცული ყოფილიყო მიკერძოებული პოლიტიკისგან, ეწინააღმდეგება საერთაშორისო კარგ პრაქტიკას.

“მიუხედავად იმისა, რომ სამართლებრივი რეფორმები, რომლებიც არეგულირებს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას საქართველოში, მნიშვნელოვანი ნაბიჯია სასამართლო ხელისუფლების დამოუკიდებლობის გასაუმჯობესებლად, ისინი ვერ ახერხებენ მიუკერძოებელი პროცესის უზრუნველყოფას მკაფიოდ განსაზღვრულ და ობიექტურ კრიტერიუმებზე დაყრდნობით, მიკერძოებული პოლიტიკის გარეშე. პროცესის დამკვირვებლები აღნიშნავენ, რომ ყველა პოლიტიკური სპექტრის კანონმდებლები მოსმენებს პოლიტიკურ პლატფორმად იყენებდნენ, ხოლო ინტერვიუებმა, რომელიც მოსამართლეებთან გაიმართა, ვერ მოახდინა იმ ფართოდ გავრცელებული შეშფოთების შემცირება, რომ ბევრი მათგანი აღნიშნული პოზიციისთვის შესაფერისი არ იყო“, – ნათქვამია განცხადებაში.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.