„მოსაყდრემ“ ხმა საერთოდ როგორ უნდა ამოიღოს? – რას წერს ანდრია სარია წმინდა სინოდს

ანდრია სარია წმინდა სინოდის წევრებს წერილით მიმართავს, სადაც ეკლესიაში არსებულ პრობლემებზე საუბრობს.

სარია წერილში სინოდის წევრებს სთხოვს, რომ უახლოეს წმინდა სინოდის სხდომის მისი დაბარება მოხდეს.

„საპატრიარქო ყველაფერს უკუღმა აკეთებს. ეს მერამდენე წერილია და რამდენი თხოვნაა ჩვენგან შესული ღმერთმა იცის. „მოსაყდრემ” ხმა საერთოდ როგორ უნდა ამოიღოს? მამათმავალ მღვდელს აუკრძალა მღვდელმსახურება და მერე ისევ მოუწია არამხოლოდ აღდგენა, უფრო მეტიც, ამ ცოდვაში მყოფი ადამიანის დაჯილდოვებაც. კარგია რომ დუმს, სალაპარაკო არც არაფერი აქვს!”, – წერს ანდრია სარია.

საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ბრძანებით, მღვდელმონაზონ ანდრია (სარიას) მღვდელმოქმედება აეკრძალა, ხოლო მანამდე იღუმენია თამარ გამყრელიძეს ზიარება. ცნობისთვის ანდრია სარია და უღუმენიათამარი, ჭყონდიდის ყოფილი მიტროპოლიტის, მეუფე პეტრე ცაავას გარემოცვიდან არიან, რომელსაც ასევე სკანდალური სინოდის სხდომის შემდეგ უწმინდესმა მღვდელმოქმედება შეუჩერა.

“ალია”

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.