“მოსახლეობის 60%-ს, ვისაც გადაწყვეტილი არ აქვს, ვის მისცემს ხმას, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია”

მოსახლეობის დაახლოებით 60%-ს, რომელსაც NDI-ის კვლევის მიხედვით, გადაწყვეტილი არ აქვს,  ვის მისცემს ხმას, ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩეველია. ამის შესახებ „ლელო საქართველოსთვის“ ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ განაცხადა. 

„ის ფაქტი, რომ გუშინ გამოქვეყნდა NDI-ის გამოკვლევა და 60%-ს გადაწყვეტილი არ აქვს ვის მისცემს ხმას, ეს იმას მიანიშნებს, რომ 60 პროცენტის უმრავლესობა არის ოპოზიციურად განწყობილი – როცა ურეკავენ და ადამიანს ეშინია, რადგან ეუბნებიან: გაგაგდებ სამსახურიდან, თუ შენ არ დააფიქსირებ რომ „ოცნების“ მხარდამჭერი ხარ, მოგიხსნი სოციალურ დახმარებას, ამ ადამიანს პასუხი აქვს, რომ ჯერ არ გადამიწყვეტია, ეს რას ნიშნავს?“, – განაცხადა ხაზარაძემ.  

ხაზარაძის თქმითვე, „ლელოს“ რეიტინგს უპრეცედენტო ზრდა აქვს და მათი რეიტინგი ორნიშნა რიცხვს შეადგენს.

„უპრეცენდენტო ზრდა გვაქვს, ჩვენი გამოკვლევით ვართ ორნიშნა რიცხვზე და ვნახავთ ამას ცოტა ხანში, არც ერთ პარტიას საქართველოს ისტორიაში არ ჰყოლია ამდენი რეგისტრირებული პარტიის წევრი და რეგისტრირებული მხარდამჭერი. 80 000 ადამიანია ასეთი, მე არ ვლაპარაკობ ამომრჩევლებზე, წინა კვირას ეს რიცხვი იყო 70 000, მე მოვალ ერთ კვირაში და გეტყვით რამდენი იქნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვაკეთებთ შიდა კვლევებს“, – ამბობს ხაზარაძე. 

შეგახსენებთ, რომ NDI-ის კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 88 პროცენტი არჩევნებზე წასვლას აპირებს, თუმცა მათგან 59 % ამბობს, რომ არ იციან ვის მისცემენ ხმას.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.