“მოწმეები აღარ არსებობს, ნივთმტკიცებები აღარ არსებობს, ეს გამოძიება აღარ არსებობს”

შსს-ში ზაზა სარალიძის გამოკითხვა გაგრძელდება. სარალიძე გამოძიებას კიდევ ერთხელ მიაწვდის დეტალურ ინფორმაციას შვილის საქმესთან დაკავშირებით. წინა შეხვედრაზესარალიძემ გამომძიებლებს კონკრეტული ადამიანების ვინაობა დაუსახელა, ვინც მისი ინფორმაციით, მკვლელობაში მონაწილეობდა ან დამნაშავეებს ხელს აფარებდა.

“კითხვებს მე ვსვამ იქით, რომელ კითხვებზეც პასუხი უნდა გამცეს, თორემ მე რაზე უნდა დამკითხონ? რა მაქვს მაგათთან სათქმელი, ველოდები რას მიაღწევენ, მაგრამ ჯერჯერობით ნდობა ვერ დაიმსახურეს.

მოწმეები აღარ არსებობს, ნივთმტკიცებები აღარ არსებობს, ეს გამოძიება აღარ არსებობს. ერთადერთი გამოსავალია, უნდა მოჰკიდონ იმ პირებს ხელი , პროკურორებს, გამომძიებლებს, ექსპერტებს, ვინც გააფუჭა ეს საქმე და ვინც კურირებდა ამ საქმის გაფუჭებას” – აცხადებს ზაზა სარალიძე.

pirveliradio.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.