მოწყობილობა, რომელიც ადამიანებს ტემპერატურას მოძრაობაში გაუზომავს

I-OnTemp-ი თერ­მუ­ლი ვი­ზუ­ა­ლი­ზა­ცი­ის მო­წყო­ბი­ლო­ბაა, რო­მე­ლიც ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვის­თვის გა­მო­ი­ყე­ნე­ბა. პრო­დუქ­ტი, რო­მე­ლიც ის­რა­ელ­ში, კომ­პა­ნია I-OnTop-მა და­ამ­ზა­და, კო­რო­ნა­ვირუს­გა­და­ტა­ნილ მსოფ­ლი­ოს ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბა­ში შე­უ­წყობს ხელს.

და­ნად­გა­რის აწყო­ბის აუ­ცი­ლებ­ლო­ბის არარ­სე­ბო­ბა, ჯგუ­ფუ­რი სკა­ნი­რე­ბა, ბუ­ნებ­რი­ვი გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­უ­ჩე­რებ­ლო­ბა და პორ­ტა­ტუ­ლი სის­ტე­მა – ეს რამ­დე­ნი­მეა იმ მა­ხა­სი­ა­თებ­ლე­ბის­გან, რო­მე­ლიც I-OnTemp-ს ეფექ­ტურს და კომ­ფორ­ტულს ხდის. მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმაც მი­ი­ღო.

მო­წყო­ბი­ლო­ბის შე­სა­ხებ კომ­პა­ნია I-OnTop-ის აღ­მას­რუ­ლე­ბე­ლი დი­რექ­ტო­რი, ორ შა­ვი­ტი AMBEBI.GE-ს ესა­უბ­რე­ბა:

– ჩვე­ნი კომ­პა­ნია ძი­რი­თა­დად HLS-ზე, ანუ შიდა უსაფრ­თხო­ე­ბის სფე­რო­ზე მუ­შა­ობს. უნი­კა­ლურ მო­წყო­ბი­ლო­ბებს ვა­წარ­მო­ებთ, მაგ­რამ კო­რო­ნა­ვირუ­სის დროს დავ­ფიქ­რდით, ისე­თი რისი მი­წო­დე­ბა შეგ­ვეძ­ლო, რაც კა­ცობ­რი­ო­ბას და­ეხ­მა­რე­ბო­და და ყვე­ლა ჩვენ­გა­ნის უსაფრ­თხო­ე­ბას შე­უ­წყობ­და ხელს.

ვფიქ­რობ, COVID-19-თან მი­მარ­თე­ბა­ში ერთ-ერთი ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი ისაა, რომ ადა­მი­ა­ნებ­მა გა­ი­გეს, რომ ისი­ნი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან და არ აქვს მნიშ­ვნე­ლო­ბა, რო­მელ ქვე­ყა­ნას, რე­გი­ონს, თუ სარ­წმუ­ნო­ე­ბას წარ­მო­ად­გე­ნენ, რად­გან ვირუსს ეს არ აინ­ტე­რე­სებს. და­ინ­ფი­ცი­რე­ბულ­თა აღ­მო­ჩე­ნა­ში ერთ-ერთი მთა­ვა­რი პა­რა­მეტ­რი სი­ცხეა, რომ­ლის გა­ზომ­ვის სხვა­დას­ხვა მე­თო­დი­კა არ­სე­ბობს.

გა­ვი­აზ­რეთ, რომ ამის ეფექ­ტუ­რად და ისე გან­ხორ­ცი­ე­ლე­ბის­თვის, რომ ის და­ეხ­მა­როს კომ­პა­ნი­ებს, ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებ­სა და ადა­მი­ა­ნებს ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბა­ში, გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­უ­ჩე­რებ­ლო­ბა უნდა უზ­რუნ­ველ­გვე­ყო.

მივ­ხვდით, რომ რა­ღაც ისე­თი მო­წყო­ბი­ლო­ბა უნდა გა­მოგ­ვე­ყე­ნე­ბი­ნა, რო­მე­ლიც ად­ვი­ლად ჩა­ირ­თვე­ბო­და და ზუსტ პა­სუხს აჩ­ვე­ნებ­და ტე­მე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვი­სას. ამა­ზე დაყ­რდნო­ბით მო­წყო­ბი­ლო­ბა I-OnTemp-ი გან­ვა­ვი­თა­რეთ. ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვის სხვა მე­თო­დე­ბის­გან გან­სხვა­ვე­ბით, თერ­მულ სკრი­ნინგს ძი­რი­თა­დად, სა­მო­ქა­ლა­ქო გა­მო­ყე­ნე­ბა არ აქვს, ამი­ტო­მაც, ვცდი­ლობ­დით, ტექ­ნო­ლო­გია ისე­თი ყო­ფი­ლი­ყო, რომ ასე გა­მო­ყე­ნე­ბაც შე­საძ­ლე­ბე­ლი გაგ­ვე­ხა­და – მა­გა­ლი­თად, არ ყო­ფი­ლი­ყო მხო­ლოდ სამ­ხედ­რო­ე­ბის­თვის.

ვე­ცა­დეთ, შეგ­ვექ­მნა ჭკვი­ა­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბა, რო­მე­ლიც ამავდრო­უ­ლად, კომ­პაქ­ტუ­რი და ად­ვი­ლად გა­მო­ყე­ნე­ბა­დი იქ­ნე­ბო­და, რათა ის მთელ მსოფ­ლი­ო­ში ყო­ფი­ლი­ყო – ევ­რო­კავ­ში­რის ქვეყ­ნებ­ში, აფ­რი­კა­ში, ლა­თი­ნურ ამე­რი­კა­ში და ა.შ. კა­მე­რა ცნო­ბი­ლი კომ­პა­ნი­ის­გან შე­ვი­ძი­ნეთ, ჩვენს სის­ტე­მას­თან მისი კომ­ბი­ნი­რე­ბა მო­ვახ­დი­ნეთ, და­ვუ­მა­ტეთ ჩვე­ნი პროგ­რა­მუ­ლი უზ­რუნ­ველ­ყო­ფა და ყვე­ლა­ფე­რი მო­ხერ­ხე­ბულ ყუთ­ში მო­ვა­თავ­სეთ.

I-OnTemp-ით სარ­გებ­ლო­ბა ძა­ლი­ან ად­ვი­ლია, იგი­ვე ით­ქმის გა­და­ტა­ნა­ზეც – კა­ბე­ლე­ბი სა­ჭი­რო არაა, არც რა­ი­მე გა­ნათ­ლე­ბის ხა­რის­ხია აუ­ცი­ლე­ბე­ლი, რად­გან მას­თან მუ­შა­ო­ბა ყვე­ლა ადა­მი­ანს შე­უძ­ლია, ვი­საც მი­ნი­მა­ლუ­რი ტრე­ნინ­გი გავ­ლი­ლი აქვს.

პრო­დუქტზე მო­თხოვ­ნა ამ­ჟა­მად დი­დია, ამი­ტომ, გა­მოწ­ვე­ვაა, სწრა­ფად მი­ვა­წო­დოთ. მე­ო­რე გა­მოწ­ვე­ვა კარ­გი პარტნი­ო­რე­ბის პოვ­ნაა მთელ მსოფ­ლი­ო­ში, რად­გან სხვა­დას­ხვა ად­გი­ლას შე­სა­ფე­რი­სი დის­ტრი­ბუ­ტო­რე­ბი გვჭირ­დე­ბა. ჩემი გად­მო­სა­ხე­დი­დან, ამ სფე­რო­ში ჩემი კავ­ში­რე­ბი­თა და გა­მოც­დი­ლე­ბი­დან გა­მომ­დი­ნა­რე (რო­მე­ლიც მო­ი­ცავს ბევრ უსაფრ­თხო­ე­ბის კონ­ფე­რენ­ცი­ა­ში თავ­მჯდო­მა­რედ მო­ნა­წი­ლე­ო­ბას, გა­მოც­დი­ლე­ბას ტექ­ნო­ლო­გი­ა­სა და სტარ­ტა­პებ­ში), სწორ გზას ვად­გა­ვართ. ჩემს კო­ლე­გას­თან ერ­თად მო­წყო­ბი­ლო­ბის დე­ტა­ლე­ბი გან­ვი­ხი­ლეთ – რო­გორ უნდა გა­მო­ი­ყუ­რე­ბო­დეს ის გა­რე­დან, რა უნდა ჰქონ­დეს შიგ­ნით, რამ­დენს უნდა იწო­ნი­დეს და ა.შ. რად­გან თუ „ში­პინ­გის“ ფასი ძა­ლი­ან მა­ღა­ლი იქ­ნე­ბა, ეს ნიშ­ნავს, რომ მი­ზანს ვერ მი­ვაღ­წი­ეთ. გვინ­დო­და, სი­მარ­ტი­ვე შეგ­ვე­ნარ­ჩუ­ნე­ბი­ნა.

– კონ­კრე­ტუ­ლად, რო­გორ მუ­შა­ობს i-OnTemp-ი და რა ახა­სი­ა­თებს მისი გა­მო­ყე­ნე­ბის პრო­ცესს?

– მისი გა­აქ­ტი­უ­რე­ბის­თვის მხო­ლოდ ღი­ლაკ­ზე თი­თის და­ჭე­რაა სა­ჭი­რო. შემ­დეგ და­კა­ლიბ­რე­ბა, იმ ტემ­პე­რა­ტუ­რის მი­თი­თე­ბა, რო­მელ­ზეც უნდა მოხ­დეს შე­მოწ­მე­ბა. სულ ესაა – მო­წყო­ბი­ლო­ბა გა­მო­სა­ყე­ნებ­ლად მზა­დაა! მისი სწო­რად გან­თავ­რე­ბის ინ­სტრუქ­ცია უმარ­ტი­ვე­სია, რად­გან კა­მე­რას საკ­მა­ოდ მახ­ვი­ლი კუ­თხე აქვს და სუ­რათს თა­ვის გარ­შე­მოც აღიქ­ვამს.

ადა­მი­ა­ნე­ბის ტემ­პე­რა­ტუ­რის გა­ზომ­ვა ერ­თობ­ლი­ვად, მოძ­რა­ო­ბა­შია შე­საძ­ლე­ბე­ლი, ცალ-ცალ­კე მათი გა­ჩე­რე­ბა სა­ჭი­რო არაა. თუ კა­მე­რა პო­უ­ლობს ადა­მი­ანს სი­ცხით, მა­შინ ერ­თგვა­რი სიგ­ნა­ლი­ზა­ცია ჩა­ირ­თვე­ბა, ამას­თა­ნა­ვე, კა­მე­რა ამ პირს მო­ნიშ­ნავს. შე­სა­ბა­მი­სად, იმ ხალ­ხის­გან, რო­მელ­მაც კა­მე­რას ჩა­უ­ა­რა, სი­ცხი­ა­ნი ადა­მი­ა­ნის იდენ­ტი­ფი­ცი­რე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია. კა­მე­რა ამ ყვე­ლა­ფერს მი­ლი­წა­მებ­ში აკე­თებს, რად­გან მას ყო­ველ წამ­ში, რო­გორც მე ვე­ძა­ხი, „თერ­მუ­ლი იდენ­ტო­ბის“ რამ­დე­ნი­მე სუ­რა­თის გა­და­ღე­ბა შე­უძ­ლია.

მას შემ­დეგ, რაც მო­წყო­ბი­ლო­ბა აღ­მო­ა­ჩენს ადა­მი­ანს, რო­მელ­საც სი­ცხე აქვს, შეგ­ვიძ­ლია, მას ვთხო­ვოთ, კა­მე­რას მო­უ­ახ­ლოვ­დეს, რათა გა­და­ვა­მოწ­მოთ – მოძ­რა­ო­ბა არც ამ შემ­თხვე­ვა­ში ფერ­ხდე­ბა. ეს ყვე­ლა­ზე მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი დე­ტა­ლია, რო­მე­ლიც ნორ­მა­ლურ ცხოვ­რე­ბას­თან დაბ­რუ­ნე­ბა­ში დაგ­ვეხ­მა­რე­ბა და ამას­თან, გა­და­ად­გი­ლე­ბის შე­უ­ფერ­ხებ­ლო­ბის სა­შუ­ა­ლე­ბას მოგ­ვცემს.

ჩვე­ნი უპი­რა­ტე­სო­ბა იმა­შიც მდგო­მა­რე­ობს, რომ I-OnTemp-ის ელექტრო­ე­ნერ­გი­ა­ზე შე­ერ­თე­ბა სა­ჭი­რო არ არის. ის 6 სა­ა­თის გან­მავ­ლო­ბა­ში შე­უ­ფერ­ხებ­ლად მუ­შა­ობს, შემ­დეგ კი მისი და­ტენ­ვა პა­ტა­რა დამ­ტე­ნი მო­წყო­ბი­ლო­ბი­თაა შე­საძ­ლე­ბე­ლი. მო­მავ­ლის­თვის, რამ­დე­ნი­მე თვე­ში ბევ­რად დახ­ვე­წი­ლი სის­ტე­მა გვექ­ნე­ბა.

– მო­წყო­ბი­ლო­ბა, მა­გა­ლი­თად, გა­მო­სა­დე­გი იქ­ნე­ბა აე­რო­პორ­ტებ­ში. კი­დევ სად შე­იძ­ლე­ბა მისი გა­მო­ყე­ნე­ბა?

– მუ­ზე­უ­მებ­ში, სკო­ლებ­ში, ეკ­ლე­სი­ებ­ში, სა­ო­ფი­სე შე­ნო­ბებ­ში, – ყვე­ლა­ნა­ირ სა­ჯა­რო თავ­შეყ­რის ად­გი­ლას. სხვა­თა შო­რის, თუ სად­მე ერ­თზე მეტი შე­სას­ვლე­ლია, ორი რი­გის გა­კე­თე­ბა იქ­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლი. ანუ, მისი გა­მო­ყე­ნე­ბა შე­საძ­ლე­ბე­ლია არა სა­სურ­სა­თო მა­ღა­ზი­ებ­ში, არა­მედ იქ, სა­დაც ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თად შე­დი­ან. მსგავს სივ­რცე­ში მათი დაც­ვის აუ­ცი­ლებ­ლო­ბა დგე­ბა, რომ თუ ერთ ადა­მი­ანს მა­ინც აქვს კო­რო­ნა, სხვებ­საც არ შე­ექ­მნათ საფრ­თხე. შე­იძ­ლე­ბა, ამან ბიზ­ნეს სექ­ტო­რიც მო­იც­ვას, რო­გო­რი­ცაა ბან­კი, დიდი ოფი­სე­ბი, ინ­დუსტრია, სტა­დი­ო­ნე­ბი.

– რო­გორ აწ­ვდით მო­წყო­ბი­ლო­ბებს სხვა­დას­ხვა ქვე­ყა­ნას?

– ჩვენ სტრა­ტე­გი­ულ გა­დაწ­ვე­ტი­ლე­ბებს ვი­ღებთ. ამას მთლი­ა­ნად ებ­რა­ულ მო­წყო­ბი­ლო­ბად ვტო­ვებთ, ჩი­ნურს არა­ფერს ვი­ყე­ნებთ. არ გვინ­და, I-OnTemp-ი ჩი­ნურ პრო­დუქ­ცი­ა­თან იყოს შე­და­რე­ბუ­ლი. და­ბა­ლი ფა­სით კონ­კუ­რენ­ცი­ას არ ვწევთ, თუმ­ცა, პრო­დუქ­ტი, ამ დო­ნის გათ­ვა­ლის­წი­ნებთ, მა­ინც კონ­კუ­რენ­ტუ­ლი ფა­სი­საა. მსოფ­ლი­ოს ნა­წი­ლის პო­ზი­ცია იყო, არ გვინ­და ჩი­ნურ მა­რა­გებ­ზე და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბაო, რად­გან ვნა­ხეთ, რა მოხ­და, როცა ისი­ნი ამა­ზე იყ­ვნენ და­მო­კი­დე­ბულ­ნი… ჩი­ნე­ლე­ბი კარ­გი ადა­მი­ა­ნე­ბი არი­ან, მაგ­რამ ჩვენ არა­ფერ­ზე გვინ­და და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა. ჩვენ პრო­დუქტს ვა­წარ­მო­ებთ, ის­რა­ე­ლი­დან ის ექ­სპორტზე გაგ­ვაქვს და ამით ვა­მა­ყობთ. მთელ მსოფ­ლი­ოს­თან გვაქვს კავ­ში­რი, ბევრ და­დე­ბით შე­ფა­სე­ბას ვი­ღებთ. ცოტა ადრე, I-OnTemp-ი ჯერ უნდა შეგ­ვექ­მნა, შემ­დეგ – გაგ­ვე­ყი­და, ახლა კი მის გაგ­ზავ­ნას ვი­წყებთ ისე­თი მი­მარ­თუ­ლე­ბე­ბით, რო­გო­რი­ცაა მა­გა­ლი­თად, ამე­რი­კის შე­ერ­თე­ბუ­ლი შტა­ტე­ბი, ცენ­ტრა­ლუ­რი ამე­რი­კა, რამ­დე­ნი­მე ევ­რო­პუ­ლი ქვე­ყა­ნა, აფ­რი­კა და ა.შ. ძა­ლი­ან მო­ხა­რუ­ლე­ბი ვიქ­ნე­ბით, თუ მალე ამ სა­ხელ­მწი­ფო­ებს სა­ქარ­თვე­ლოც შე­უ­ერ­თდე­ბა და I-OnTemp-ის გა­მო­ყე­ნე­ბას და­ი­წყებს.

– რამ­დე­ნა­დაც ვიცი, სა­ქარ­თვე­ლოს და­ა­ვა­დე­ბა­თა კონ­ტრო­ლი­სა და სა­ზო­გა­დო­ებ­რი­ვი ჯან­მრთე­ლო­ბის ეროვ­ნულ­მა ცენ­ტრმა წე­რი­ლი მი­ი­ღო – ამ მო­წყო­ბი­ლო­ბე­ბის მი­ღე­ბის შე­თა­ვა­ზე­ბა. პა­სუ­ხი ჯერ არ ყო­ფი­ლა?

– კონ­კრე­ტუ­ლად ჩვენ წე­რი­ლებს არ ვაგ­ზავ­ნით, ამას დის­ტრი­ბუ­ტო­რი კომ­პა­ნი­ე­ბი აკე­თე­ბენ. ჯერ არ მაქვს ინ­ფორ­მა­ცია, რა პა­სუ­ხია სა­ქარ­თვე­ლო­დან, თუმ­ცა ამას­თან და­კავ­ში­რე­ბით ძა­ლი­ან ოპ­ტი­მის­ტუ­რად ვარ გან­წყო­ბი­ლი.

– წარ­მო­მიდ­გე­ნია, რომ ერთ-ერთი მი­ზე­ზი, რის გა­მოც ეს პრო­დუქ­ცია გა­ნა­ვი­თა­რეთ, იმის ცოდ­ნაც იყო, რომ კო­რო­ნა­ვირუ­სი მსოფ­ლი­ო­ში გარ­კვე­უ­ლი პე­რი­ო­დის გან­მავ­ლო­ბა­ში მა­ინც დარ­ჩე­ბა…

– მა­შინ, რო­დე­საც პან­დე­მია და მას­თან ერ­თად, პა­ნი­კა და­ი­წყო, მთა­ვა­რი ასე ვთქვათ, ცალ­კე­უ­ლი ადა­მი­ა­ნის „თავ­დაც­ვის წრე“ იყო, ანუ პირ­ბა­დე­ე­ბი, ხელ­თათ­მა­ნე­ბი და ა.შ. თუმ­ცა ახლა, როცა მსოფ­ლიო ისევ იხ­სნე­ბა და ადა­მი­ა­ნე­ბი ერ­თმა­ნეთ­თან შემ­ხებ­ლო­ბა­ში კვლავ შე­დი­ან, მომ­დევ­ნო „თავ­დაც­ვის გა­რე­მო­ზე“ უნდა ვი­ფიქ­როთ, რა­საც ჩვენ „ხალ­ხში კაცს“ ვე­ძა­ხით – ხალ­ხში ერთი კა­ცის გამო შე­იძ­ლე­ბა, ბევ­რი და­ინ­ფი­ცირ­დეს. ასე რომ, თუ მათ მალე აღ­მო­ვა­ჩენთ, შევ­ძლებთ, ბევ­რი ადა­მი­ა­ნი გა­და­ვარ­ჩი­ნოთ და ნორ­მა­ლუ­რი ცხოვ­რე­ბის რიტმსაც და­ვუბ­რუნ­დეთ.

www.ambebi.ge

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.