“მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა “ოცნებას”თავიდან იცილებს”

„ნაციონალურ მოძრაობას” თავისი გასჭირვებია და მიშამ აქეთ გამოუძებნა გუბაზი და სხვები. „ძალა ერთობაში” შემავალი პარტიები დიდი ხმების მომტანი არ არის, მაგრამ ლიდრებს ყველას უნდა სიაში ადგილი, ამიტომ მოსალოდნელიც იყო, რომ დაიშლებოდნენ. „ოცნებას” უარესად აქვს საქმე, გაწელე-გამოწელე 40 კაცზე მეტს ვერ გაიყვანს. მათი ბოლო ნაბიჯები კი მაფიქრებინებს, რომ ბიძინას უნდა არჩევნები წააგოს,” – აცხადებს “თავისუფალი საქართველოს” ერთ-ერთი ლიდერი გოგი წულაია საპარლამენტო არჩევნებში ხელისუფლებისა და ოპოზიცის შანსებთან დაკავშირებით.

„20-25 კაცზე მეტს ვერ გაიყვანს „ნაციონალურ მოძრაობა”, ამიტომ თავისი თავი გასჭირვებია და მიშამ აქეთ გამოუძებნა გუბაზი და სხვები. მართლა “ბეზრაზმერნი ტუფლი” ხომ არ არის სია? ყველა ის პარტია ვინც თამაშგარე დარჩა, ბურჭულაძის თუ მაჭუტაძის, რამდენი არიან აღარც მახსოვს, ვინმეს მიეკედლებიან და ახლა სხვასთან ითამაშებენ. წინასწარ უნდა სცოდნოდათ, რომ „ნაციონალური მოძრაობა” გამოიყენებდა და მერე გადააგდებდა. კეთროვანივით იყო „ნაციონალური მოძრაობა”, არავინ მაგათთან არ მიდიოდა და ხომ “გააპრავეს”…

“ოცნებას” უარესად აქვს საქმე, იგივე პრობლემები შეექმნება, ამიტომ არ ჩქარობენ სიის გამოქვეყნებას, ვაი-უშველებელი არ ატყდეს გუნდის შიგნითო. იქაც ყველას უნდა თავის გადარჩენა, მაგრამ გაწელე-გამოწელე, მაგრადაც რომ იმუშაოს და ყველა რესურსი გამოიყენოს, 40 კაცზე მეტს ვერ გაიყვანს. გამორიცხულია, 38%-ზე მეტი აიღოს. ის 43 მაჟორიტარი კი პარტიული სიით აპირებს თავის გადარჩენას. მრჩება შთაბეჭდილება, რომ ბიძინა თავიდან იცილებს “ოცნებას”, უნდა რომ არჩევნები წააგოს და მერე თქვას “დამანებეთ თავი, თქვენი დედაცო”.

ედიკასავით იქცევა, ტრიბუნასთან რომ დადგა და სამი საათი არ დაამთავრა გამოსვლა, მიშა გარეთ ცხვირ-პირს უტრიალებდა ნარჩემაშვილს. რომ ნდომებოდა ადრე დაამთავრებდა თავის სიტყვას, გაფორმდებოდა ის პარლამენტი და მერე მიშა გინდა ვარდებით შევარდნილიყო პარლამენტში და გინდა ტიტებით, მაგრამ პირდაპირ ხომ ვერ იტყოდა, წავედი სახლშიო, ბიძინასაც მგონი ასე უნდა.

რაც შეეხება ჩვენს პარტიას, მიშასაც გავუძელით და ამათაც ვუძლებთ. ბევრი “მოკაშკაშე ვარსკვლავი” არ გვყავს პარტიაში და პარტიულ სიას უპრობლემოდ შევადგენთ. 15 წლის გამოცდილება გვაქვს და ვიცით საარჩევნო ცხოვრება. რომ გითხრათ უმრავლესობით მოვალთ მეთქი, ვინ დამიჯერებს, მაგრამ ჩვენი პროგრამა მაქსიმუმი არის 7 კაცი გავიყვანოთ და ფრაქცია შევქმნათ მომავალ პარლამენტში,” – განაცხადა “რეზონანსთან” გოგი წულაიამ.

ავტორი: გურიის მოამბე

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.