მსოფლიოს სოციალური დისტანციის დაცვა 2022 წლამდე მოუწევს – კვლევა

კორონავირუსის გამო მსოფლიოს სოციალური დისტანციის დაცვა 2022 წლამდე მოუწევს. ამის შესახებ FOX NEWS-ი ჰარვარდის უნივერსიტეტის მეცნიერთა კვლევაზე დაყრდნობით იტყობინება.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ COVID 19 სეზონურ ხასიათს მიიღებს, ვაქცინის ან სპეციალური მედიკამენტის შექმნამდე კი მისი გავრცელების შეჩერების საუკეთესო საშუალება სწორედ დისტანციის დაცვა იქნება.

მათივე თქმით, ბევრი რამ იმაზე იქნება დამოკიდებული თუ როგორ განვითარდება მოვლენები შემდგომ თვეებში. მაგალითად, შეიცვლება თუ არა ვირუსის გავრცელება წელიწადის დროების ცვლასთან ერთად და გამოუმუშავდებათ თუ არა დაავადებულებს იმუნიტეტი.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.