მსოფლიოში პირველი ველოსიპედი გამოიგონეს, რომელიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს

დიდ ბრიტანეთში, მსოფლიოში პირველად ისეთი ველოსიპედი გამოიგონეს, რომლიც გადაადგილებისას კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს. ამის შესახებ news.bitcoin.com წერს.

როგორც მისი შემქმნელები განმარტავენ, ვირტუალური ფულის საშოვნელად მხოლოდ ველოსიპედის სატერფულის ტრიალია საჭირო.

გამოცემის ინფორმაციით, იმისთვის რომ 26 დოლარის ექვივალენტი კრიპტოვალუტა გამოიმუშაოს მომხმარებელმა ამისთვის მას 1,600 კილომეტრი მანძილის დაფარვა მოუწევს.

მსოფლიოში პირველი ველოსიპედი, რომელიც კრიპტოვალუტას გამოიმუშავებს $2,250 ღირს. დანახარჯის სრულად ამოსაღებად კი 138,461 კილომეტრზე მეტი მანძილის დაფარვა იქნება საჭირო.

კრიპტოვალუტის, ანუ ვირტუალური ფულის გამომუშავების გარდა ველოსიპედის მფლობელი ბონუსებსაც მიიღებს, რომლითაც სხვადასხვა მაღაზიაში ფასდაკლებებით ისარგებლებს.

გახდება თუ არა ზოგადად ველოსიპედი მომავლის ქალაქებისთვის გადაადგილების ერთ-ერთი აუცილებელი საშუალება ამ თემაზე სტატიას შეგიძლიათ გაეცნოთ ბმულზე.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.