მსოფლიო ბანკმა საქართველოს 45 მილიონი ევრო გამოუყო – მსოფლიო ბანკის განმარტებით, თანხა მოხმარდება იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლითაც შეიქმნება სამუშაო ადგილები და გაიზრდება ეკონომიკა

მსოფლიო ბანკის აღმასრულებელ დირექტორთა საბჭომ საქართველოში „ეკონომიკური მართვისა და კონკურენტუნარიანობის განვითარების პოლიტიკის ღონისძიებებისთვის“ 45 მილიონი ევროს ოდენობის დაფინანსება დაამტკიცა.

მსოფლიო ბანკის განმარტებით, თანხა მოხმარდება იმ ეკონომიკურ რეფორმებს, რომლითაც შეიქმნება სამუშაო ადგილები, გაიზრდება ეკონომიკა და გახდება მედეგი გაუთვალისწონებელი ფინანსური შოკების მიმართ.

მსოფლიო ბანკის ვებგვერზე განმარტებულია, რომ „განვითარების პოლიტიკის ღონისძიებები“ შესაბამისობაშია საქართველოს მთავრობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების 2020 წლის სტრატეგიასთან და ასევე, მსოფლიო ბანკის საქართველოსთან თანამშრომლობის 2019-2022 წლების ჩარჩო დოკუმენტთან.

პროექტში ყურადღება გამახვილებულია სახელმწიფო რესურსების გამოყენების ეფექტურობის გაუმჯობესებაზე; კონკურენტუნარიანობის გაზრდაზე; უფრო კონკურენტული ბაზრების ხელშეწყობაზე; ფინანსური სექტორის დივერსიფიკაციაზე; მასწავლებლის მუშაობისა და ანაზღაურების გაუმჯობესებაზე და ინვესტიციების ხელშეწყობის გაძლიერებაზე.

როგორც სამხრეთ კავკასიის რეგიონში მსოფლიო ბანკის რეგიონული დირექტორი, სებასტიან მოლინეუსი ამბობს, „პროექტი ხელს უწყობს ქვეყნის გადაწყვეტილებას, შეინარჩუნოს სტაბილური მაკროფისკალური გარემო და განახორციელოს სტრუქტურული რეფორმები. ეკონომიკური მართვის გაუმჯობესება და კონკურენტუნარიანობის ამაღლება კი დაეხმარება საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებაში, მოსახლეობის ცხოვრების დონის გაუმჯობესებასა და ასევე, COVID-19- ის პანდემიის დასრულების შემდეგ ეკონომიკის სწრაფ აღდგენაში“.

წყარო – EMIGRANTEBI.ORG

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.