მსოფლიო ეკონომიკა 80 წლის მანძილზე ყველაზე ღრმა რეცესიაშია

პანდემიის შემდეგ ეკონომიკის სწრაფი აღდგენის პერსპექტივები არ არსებობს. ყველა კერძო ანალიტიკოსი თუ საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტი უზარმაზარ ზარალს და ბოლო 80 წლის მანძილზე უმძიმესი რეცესიიდან არამდგრად გამოსვლას პროგნოზირებს.

აღმოჩნდა, რომ ეკონომიკური სისტემები ხანგძლივ გაურკვევლობას და უპრეცედენტო საერთაშორისო კარანტინს ვერ უმკლავდებიან. ციფრები იცვლება, თუმცა, მიმართულება ერთი და იგივეა.საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით 2020-2021 წლებში გლობალური ეკონომიკა კორონავირუსის გამო 12, 5 მლნ. დოლარს დაკარგავს, მრეწველობა 4,9%-ით დაეცემა, 2021 წელს კი 5,4%-ით აღდგება.

თუმცა, ეს ოპტიმისტური სცენარია. აღდგენის ტემპები და სიმძლავრე უკიდურესად გაურკვეველი იქნება, ხოლო 2021 წელს მოსალოდნელი პანდემიის მე-2 ტალღას ეკონომიკური ზრდის 2,5%-ით შემცირება შეუძლია.

ეს ყველაზე ცუდი პროგნოზი არ არის. მაგალითად, მსოფლიო ბანკი 5,2%-იან, ხოლო განვითარების და ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია- 6%-იან გლობალურ ვარდნას ელიან.კერძო პროგნოზები კი ყველაზე უარეს შემთხვევებში 12%-ზეც საუბრობენ.

პრობლემას ისიც ართულებს, რომ რეცესია მსოფლიო ეკონომიკის 95%-ს შეეხო. ვერც ერთი ქვეყანა ან ქვეყანათა ჯგუფი „ელმავლის“ როლს ვერ შეასრულებს. ერთადერთი ჩინეთია, რომელიც შესაძლოა ოდნავ, 1%-ით გაიზარდოს, თუმცა, ამისთვისაც კი კორონავირუსის ყველა პერიოდული აფეთქებები, როგორც მაგალითად, დღეს პეკინში, საბოლოოდ უნდა დასრულდეს.პანდემიის კონტროლზე აყვანის შემთხვევაშიც კი, გლობალური ეკონომიკის აღდგენა არამდგრადი და არათანაბარი იქნება. ქვეყნები კარანტინიდან სხვადასხვა სისწრაფით გამოდიან.

მომხმარებელთა სიფრთხილე შრომის ბაზარზე ვითარების ნორმალიზებას ხელს შეუშლის, სამუშაო ადგილების დაკარგვის პროცესი გაგრძელდება.

ტრადიციულად, პანდემიას ხელფასების ზრდა მოჰყვება, რადგანაც დიდი სიკვდილიანობის შედეგად მუშახელი დეფიციტური ხდებოდა, თუმცა, ასე შუა საუკუნეებში იყო. დღეს კი, მედიცინის განვითარების წყალობით ეპიდემიებში სულ უფრო ნაკლები ადამიანი კვდება, და შესაბამისად, შემოსავლები არათუ არ იზრდება, არამედ მცირდება.

ადამიანები ცდილობენ რაც შეიძლება ნაკლები დახარჯონ და მეტი გადადონ „შავი დღისთვის“, ეს კი მოთხოვნის ზრდას მუდმივად შეაფერხებს. ინვესტიციების შემცირება ამ სურათს კიდევ უფრო დაამძიმებს. სუსტი მოთხოვნა მიწოდების გლობალურ ჯაჭვებს დაარღვევს, რაც მომავალ ეკონომიკურ აღდგენას კიდევ უფრო შეამცირებს.

პანდემიას ბოლო არ უჩანს, მსხვილი ფინანსური ინსტიტუტები და კერძო ანალიტიკოსები დიდ ჯამურ დავალიანებას და არათანაბარ გამოჯანმრთელებას პროგნოზირებენ.
სავარაუდოდ, სესხების ღირებულება დიდი ხნის მანძილზე დაბალი დარჩება, მაგრამ ამავე დროს მოსახლეობა და ბიზნესი, შემოსავლების მკვეთრი ვარდნის მიუხედავად, ვალების დაფარვას მაინც განაგრძობენ.

ეს კი კერძო პირების და ბიზნესის მხრიდან გაკოტრების თავიდან არიდების მიზნით ხარჯების კიდევ უფრო მეტ გაკონტროლებას ნიშნავს.

გლობალური რეცესიის სიღრმე არა მხოლოდ პანდემიაზე, არამედ სახელმწიფო რეგულირების ზომებზეა დამოკიდებული.განვითარებად ქვეყნებში, სადაც უცხოურ დაფინანსებაზე დამოკიდებულება ძალიან მაღალია, სტიმულირების ზომები არასაკმარისია.

ამასობაში, მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია 2020 წელს პანდემიის გამო ვაჭრობის ვარდნას 13-32%-ით შემცირებას პროგნოზირებს.ეს მთლიანი ეკონომიკის 2,5-დან 8,8%-მდე რეცესიას ნიშნავს.ყველაზე მეტად ექსპორტზე ორიენტირებული ქვეყნები დაზარალდებიან.

წყარო: stratfor.com

მოამზადა თენგიზ აბლოთიამ 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.