მღვდლებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა უნდა დაწესდეს – ლადო ნარსია

თეოლოგი ლადო ნარსია სასულიერო პირებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის დაწესებას ითხოვს. მისი განმარტებით, იმ შემთხვევაში, თუ ტაძრებში ადამიანი კორონავირუსით დაინფიცირდება, ამისთვის სასულიერო პირებმა პასუხი უნდა აგონ. ამის შესახებ ნარსიამ “2020NEWS”-თან განაცხადა.

ნარსია საქართველოს საპატრიაროს მოუწოდებს, საგანგებო მდგომარეობის წესებს სრულად დაემორჩილოს და ქვეყანაში არსებული ვითარება ობიექტურად შეაფასოს.

“ახლა ვხედავთ პროცესს, როცა ერთი რელიგიური ძალა საქართველოში არსებულ სუსტ დემოკრატიას უპირისპირდება. ისეთი სუსტი დემოკრატიის მქონე ქვეყნებისთვის, როგორიც საქართველოა, რელიგიურად ანგაჟირებული და ფუნდამენტალისტური განწყობების მქონე პირებისთვის წინააღმდეგობის გაწევა ძალიან რთულია. ამის გამო ვერ გაბედა გიორგი გახარიამ 10 კაცის შეკრების აკრძალვასთან დაკავშირებით, პრინციპული პოზიციის განხორციელება. ეკლესიამ ძალიან კარგად იცის, რომ ხელისუფლებას მისი თავხედობისა და თავაშვებულობის შეზღუდვისთვის ძალა არ ეყოფა“,- განაცხადა ნარსიამ.

მისი თქმით, იქედან გამომდინარე, რომ ეკლესიას კორონავირუსის არ ეშინია და პრევენციის მიზნით, საპატრიარქო შესაბამის ზომებს არ მიმართავს, ეკლესიაში ადამიანის დაინფიცირების შემთხვევაში, მღვდლებზე სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი უნდა დადგეს.

“ხელისუფლებას სარეკომენდაციო ხასიათის რჩევას მივცემ: ეკლესია გარკევული ტიპის დიალოგის პროცესში შეიყვანოს და აგრძნობინოს პასუხიმგებლობა იმ დარღვევაზე, რომლსაც შესაძლოა, ფატალური შედეგი მოჰყვეს. უნდა მომზადდეს გარკვეული ტიპის დოკუმენტი, რომელსაც ხელი ორივე მხარემ უნდა მოაწეროს. დოკუმენტში უნდა ეწეროს, რომ ეკლესიაში ადამიანის შესაძლო დაინფიცირებაზე სისხლის სამართლებირვი პასუხიმგებლობა მღვდელზე დაწესდეს. ამგვარი პასუხისმგებლობის გაზიარების შემდეგ, სასულიერო პირები ასეთი უკონტროლოები აღარ იქნებიან. ღმერთმა ნუ ქნას, რომ ასეთი შემთხვევა საქართველოში დაფიქსირდეს, მაგრამ ეჭვი მეპარება, რომ ასე არ მოხდება. ეკლესიაში ვირუსის გავრცელების შემთხვევა უკვე დაფიქსირდა იტალიაში, სომხეთში და ესპანეთში“, – განაცხადა ნარსიამ.

ინფორმაციისთვის, საქართველო მესამე დღეა საგანგებო მდგომარეობის რეჟიმზე გადავიდა. პრეზიდენტის მიერ გამოცემული დეკრატის თანახმად, ქვეყანაში შეზღუდულია ნებისმიერი სახის შეკრება, მანიფესტაცია და ადამიანების თავშეყრა, გარდა საქართველოს მთავრობის დადგენილებით განსაზღვრული გამონაკლისი შემთხვევებისა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.