„მშვიდობის რეაქტორი“ – დახურული ობიექტი მცხეთაში

 საქართველოში, მცხეთაში რკინის ღობით შემოსაზღვრული დახურული ობიექტია, რომელსაც დღესაც განსაკუთრებულად იცავენ. შესაბამისი პროცედურების გავლის შემდეგ, ეზოში შესულებს ასეთი სურათი გვხვდება.
ეს იყო ე.წ. „მცხეთის რეაქტორი“, ოფიციალურად „მუხათგვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრი“. როგორც ყოფილი თანამშრომლები ყვებიან, მაშინ როცა, ატომის ბირთვის ენერგიის მეცნიერული კვლევებისთვის გამოყენება დაიწყო, საქართველო გამონაკლისი არ ყოფილა.
ყოფილი თანამშრომლები ყვებიან, რომ „მცხეთის რეაქტორი“ კურჩატოვის ინსტიტუტის პროექტი იყო და საბჭოთა კავშირის მასშტაბით, მსგავსი ობიექტი რამდენიმე რესპუბლიკაში აშენდა.
ის კვლევითი ლაბორატორია უნდა ყოფილიყო, სადაც არა ურანის გამდიდრებაზე, არამედ გამდიდრებული ურანის გამოყენებაზე უნდა ემუშავათ და საიდუმლო პროექტის ნაწილი უნდა გამხდარიყო.
რეაქტორმა თითქმის 30 წელი, 1987 წლამდე, შეფერხების გარეშე იმუშავა.

„ჩერნობილის ავარიის შემდეგ მიღებული იყო გადაწყვეტილება, რომ დროებით დაეხურათ ყველა რეაქტორი. ჩვენმა რეაქტორმა შემოწმება გაიარა, მუშაობის გაგრძელების უფლება მიიღო, მაგრამ ეროვნული მოძრაობის დაწყების შემდეგ მთავარი მოთხოვნა – რეაქტორი გაჩერებულიყო, დაკმაყოფილდა“, – ამბობს ზაზა როსტომაშვილი.

დაკავშირებული სურათი

ეს იყო მთავარი სააპარატო, საიდანაც რეაქტორის მართვა ხორციელდებოდა. მიკროფონი, წითელი ტელეფონი, აღრიცხვის ჟურნალები ჩანაწერებისთვის – დღესაც ისე არის შენახული, როგორც მუშაობის ბოლო დღეს.

რეაქტორის გაჩერების შემდეგ, ადგილზე მილიონობით დოლარის გამდიდრებული ურანი დარჩა, რაც ქვეყნიდან ეტაპობრივად გაიტანეს. რეაქტორის მთავარი ნაწილი, რომელიც შედარებით მაღალი აქტივობის იყო, ჩაბეტონდა. ობიექტი საბოლოოდ გაჩერდა.

1987 წელს მიღებული გადაწყვეტილების დროს, ობიექტის ხელმძღვანელობის მიერ გაკეთებული მინაწერი სააპარატოში დღესაც თვალსაჩინო ადგილზეა. საბოლოოდ კი, 1990 წელს მიღებული გადაწყვეტილებით, მუშაობა საბოლოოდ შეწყვიტა.

მუხათგვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრი-ის სურათის შედეგი

„ყველაფერი კარგად არის დაცული და პერიოდულად კონტროლდება. აქ სპეცტანსაცმელიც გაგვაჩნია, დამცავი გასაზომი ხელსაწყოებიც, მაგრამ იმდენად უსაფრთხო გარემოა, რომ ამის საჭიროება არ არსებობს“, -ამბობს მარიამ ჭაბაშვილი – მასობრივი განადგურების იარაღის გაუვრცელებლობის ცენტრი – პროექტის მენეჯერი.

მცხეთის, ანუ როგორც საბჭოთა პერიოდში უწოდებდნენ მას, „მშვიდობის რეაქტორზე“ თავის დროზე ასობით მეცნიერი და სპეციალისტი მუშაობდა, მაგრამ წლებია დაცარიელებულია. თუმცა ობიექტის ტერიტორია გარკვეული კვლევებისთვის სასწავლო ბაზად მაინც რჩება.

მუხათგვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრი-ის სურათის შედეგი

ფოტო: ქეთევან ბერაია

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია