“მცირე ზომის, მოქნილი მთავრობა” – სავარაუდოდ რომელი სამინისტროების გაერთიანება იგეგმება

ცვლილებები მთავრობაში – „კურიერის“ ინფორმაციით, სასჯელაღსრულებისა და იუსტიციის სამინისტროების გაერთიანება იგეგმება.

ასევე შესაძლოა ერთ უწყებად ჩამოყალიბდეს ეკონომიკისა და ფინანსთა სამინისტროებიც.

გუშინ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მამუკა ბახტაძემ დაადასტურა, რომ ის რამდენიმე უწყების გაერთიანებას გეგმავს და ამ საკითხზე აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.

პრიორიტეტად პრემიერ-მინისტრობის კანდიდატმა მცირე ზომის, მაგრამ ოპერატიული და მოქნილი მთავრობა დაასახელა.
პარალელურად, არაოფიციალურად უკვე დადასტურებულია, რომ ბახტაძის მიერ დაკომპლექტებულ მთავრობაში საგარეო საქმეთა, ეკონომიკის და კულტურის მინისტრები გამოიცვლებიან. შესაძლოა მათ რიცხვს განათლების მინისტრი მიხეილ ჩხენკელიც დაემატოს.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.