ნავთობმა ფასი დაკარგა – ზოგიერთი კომპანია მზადაა მყიდველს ფული იქით გადაუხადოს

აშშ-ში ნავთობის ფასი და მასზე მოთხოვნა იმ დონემდე დაეცა, რომ ზოგიერთი კომპანია მზად არის მყიდველს ფული იქით გადაუხადოს, ოღონდ ეს ნავთობი მათი საცავიდან გაიტანონ. ამის შესახებ „ბლუმბერგი” წერს.

ამ ეტაპზე ძირითადად ასე იქცევიან ისეთი კომპანიები, რომლებიც შედარებით დაბალი ხარისხის ნავთობით ვაჭრობენ. კომპანია, რომელმაც ამის შესახებ მზაობა პირველმა გამოთქვა, ამერიკული Wyoming Asphalt Sour გახლავთ. მის ნედლეულს ძირითადად ბიტუმის (სამშენებლო მასალის) წარმოებისთვის იყენებენ.

მარტის შუა რიცხვებში კიდევ ერთმა კომპანიამ – Mercuria Energy Group-მა განაცხადა, რომ თავისი საცავებიდან ნედლი ნავთობის გატანის ნებისმიერ მსურველს თითო ბარელ ნავთობში თავად გადაუხდის 19 ცენტს.

აღსანიშნავია, ამ ნავთობის წარმოების ადგილები დაშორებულია საზღვაო პორტებისგან და მომხმარებლამდე მათი პროდუქციის ტრანსპორტირება რთულია. ამასთან, ზოგიერთი კომპანიის ნავთობსაცავები ძალიან სწრაფად ივსება და ფასები იქ სავსებით შესაძლებელია, უარყოფითი ნიშნულისსკენ წავიდეს.

ამის პარალელურად, უფრო მაღალი ხარისხის ნავთობის ფასი მსოფლიო ბაზარზე ფასები ჯერ არ ჩამოსცდენია 20-დოლარიან ნიშნულს. მაგალითად, Brent-ის მარკის ნავთობის ერთი მარელი 24 დილარი ღირს, WTI-ის მარკის კი – ბარელი 21 დოლარი. თუმცა, ე.წ. „ფიზიკური ნავთობის ბაზარზე” ზოგიერI მწარმოებელი უკვე მზადაა მაქსიმალურად დაწიოს ფასები და არ დაელოდოს, კორონავირუსის პანდემიის გამო, ნავთობზე მოთხოვნა კიდევ უფრო როდის დაეცემა.

ტრეიდერები ვარაუდობენ, რომ სულ მალე ნავთობის ე.წ. „უარყოფითი ფასი” ჩვეულებრივი მოვლენა გახდება, რადგან მსოფლიოში ნავთობგადამამუშავებელი ქარხნები პრაქტიკულად ყოველდღიურად ამცირებენ მათ მიერ გადამუშავებული ნავთობის რაოდენობას.

ჩრდილოეთ ამერიკაში ზოგიერთი სანავთობე ბრენდის ფასი უკვე ნულს უახლოვდება. მაგალითად, კანადური Western Select ერთ ბარელს 5 დოლარად ყიდის, Southern Green Canyon – ბარელს 11 დოლარად, Oklahoma Sour – ბარელს 5,7 დოლარად და Wyoming Sweet – ბარელს 3 დოლარად.

ზოგიერთმა ქვეყანამ ნავთობის იმპორტზე უკვე შემოიღო მორატორიუმი და მხოლოდ იმ ნედლეულს იყენებს, რომელიც მის ტერიტორიაზე მოიპოვება. მაგალითად, პაკისტანის ხელისუფლებამ 26 მარტიდან აკრძალა ქვეყნის ტერიტორიაზე ნავთობისა და საწვავის შემოტანა, რადგან მისი საცავი სავსე იყო.

ამასთან საუბარია იმის შესახება, რომ არსებული ვითარება გავლენას მოახდენს მომდევნო თვეებზეც. მოთხოვნის შემცირება ნიშნავს, რომ მიმდინარე წლის პირველი ნახევრის შემდეგ, ნავთობის მარაგი მსოფლიოში 1,8 მილიარდ ბარელამდე გაიზრდება. მსოფლიოს ნავთობსაცავების ჯამური მოცულობა კი ამაზე ნაკლებია – დაახლოებით 1.6 მილიარდი ბარელი.

ეს კი ნიშნავს, რომ ნავთობის მოპოვება მსოფლიოს მასშტაბით კი უბრალოდ კი არ შემცირდება, არამედ საერთოდ შეწყდება. სპეციალისტთა თქმით, ეს გარდაუვალია და მთავარი კითხვა ისაა, თუ დაახლოებით როდი მოხდება მოპოვების სრული შეჩერება და რამდენ ხანს გასტანს ეს მდგომარეობა.

თამარ შუკვანი

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.