ნამახვან ჰესის მშენებლობა მალე დაიწყება – ნათია თურნავა

„ნამახვან ჰესს“ უკვე აღებული აქვს მშენებლობის ნებართვა და მშენებლობა მალე დაიწყება,“ – ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა განაცხადა.

ნათია თურნავას განმარტებით, ეს არის ენერგოსექტორისთვის უდიდესი პროექტი, რომელშიც 700 მილიონ დოლარზე მეტი პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდება.

„რაც უფრო მნიშვნელოვანია, ეს არის შენატანი ჩვენს ადგილობრივ ენერგოგენერაციაში, რომლითაც შეამცირებს იმპორტზე დამოკიდებულებას და ხელს შეუწყობს ჩვენი ენერგოსისტემის მდგრადობას,“ – აღნიშნა ნათია თურნავამ.

მისივე განცხადებით, მსხვილ პროექტებთან ერთად შედარებით მცირე მასშტაბის ელექტროსადგურების მშენებლობებიც მიმდინარეობს.

„სულ ახლახან განვაცხადეთ, ამერიკული პირდაპირი ინვესტიციის შესახებაც, რომელსაც საქართველოში ამერიკული ცერბერუსის ფონდი განახორციელებს. ეს ფონდი გეგმაზომიერად ზრდის თავის პორტფელს საქართველოში მცირე ელექტროსადგურებში. სიმძლავრემ 50 მეგავატს უკვე გადააჭარბა. ჩვენ ვითხოვთ ინვესტორისგან, რომ მეტი დიალოგი ქონდეს ადგილობრივ მოსახლეობასთან. ამ დიალოგის ნაკლებობის გამო ბევრი პროექტი შეფერხდა და გადაიდო მაგრამ გვაქვს წარმატებული მაგალითებიც,“ – განმარტა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.