ნატო კოსმოსში ოპერატიულ საქმიანობას იწყებს

კოსმოსი ჩრდილო-ატლანტიკური ალიანსის მოქმედების ახალი სივრცე ხდება. ამის შესახებ Guardian-ი წერს.

ბრიუსელში გამართულ მინისტერიალზე, ნატოს საგარეო საქმეთა მინისტრები შეთანხმდნენ, რომ საომარი მოქმედებებისთვის ათვისებულ ჰაერს, ხმელეთს, ზღვას და კიბერსივრცეს, ამიერიდან კოსმოსიც დაემატება.

ალიანსის გენერალური მდივნის, იენს სტოლტენბერგის თქმით, კოსმოსის გამოყენება შეიძლება, როგორც მშვიდობიანი, ისე აგრესიული მიზნებისთვისაც. ნატო კოსმოსში იარაღის განთავსებას არ აპირებს და ამ სივრცეს მხოლოდ თავდაცვის მიზნებისთვის აითვისებს.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.