ნატო უნდა მიჰყვეს თურქეთის რჩევას და საქართველო ალიანსში მიიღოს – ლუკ კოფი

ნატო უნდა მიჰყვეს თურქეთის რჩევას და საქართველო ალიანსში მიიღოს, – ამ სათაურით აქვეყნებს TRT World-ი Heritage Foundation-ის ანალიტიკოსის ლუკ კოფის წერილს. ანალიტიკოსი აღნნიშნავს, რომ მიუხედავად იმისა, რომ ნატო-საქართველოს ურთიერთობა არასდროს ყოფილა ისეთი მჭიდრო, როგორც ახლა, თბილისს მაინც არ შეუძლია გადაკვეთოს ხაზი, რომელსაც ალიანსის სრულ წევრობამდე მიიყვანს.

ლუკ კოფის აღნიშნავს, რომ საქართველო ათ წელზე მეტია ცდილობს ალიანსში გაწევრიანებას და 2008 წლის შემდეგ წევრი ქვეყნები ყოველ მომდევნო სამიტზე ადასტურებენ თავიანთი დაპირების მიმართ ერთგულებას, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი.  

ანალიტიკოსი წერს, რომ ქართველებისთვის წევრობის გზაზე რეალური პროგრესის არარსებობა, იმედგამაცრუებელია.

“საქართველო ალიანსისთვის მნიშვნელოვანია რამდენიმე ძირითადი მიზეზის გამო. უპირველესად უნდა ითქვას, რომ საქართველო არის მჭიდრო და საიმედო პარტნიორი. 2012 წელს, როდესაც ნატოს წევრი რამდენიმე ქვეყანა ავღანეთიდან ჯარების გამოვყანისკენ მიილტვოდა, საქართველომ კიდევ უფრო გაზარდა თავისი სამხედრო წარმომადგენლობა.

დღესდღეობით, ავღანეთში საქართველოს 900-მდე ჯარისკაცი იმყოფება, რაც  ნატოს არაწევრ ქვეყნებს შორის, ყველაზე მსხვილ კონტრიბუტორია. გარდა ამისა, საქართველოს სტრატეგიული ადგილმდებაროება ნატოსთვის უმნიშვნელოვანესია.

სამხრეთ კავკასიაში მდებარე საქართველო გეოგრაფიულ და კულტურულ გზაჯვარედინზე მდებარეობს და საუკუნეების განმავლობაში დაამტკიცა, რომ ის სტრატეგიულად მნიშვნელოვანია სამხედრო და ეკონომიკური მიზეზების გამო.

საქართველომ ნატოს შესთავაზა თავისი ტერიტორია, ინფრასტრუქტურა და ლოჯისტიკური შესაძლებლობები სამხედრო ძალებისა და ტვირთის ავღანეთში გადასაზიდად. წლების განმავლობაში, საქართველომ მოახდინა ქვეყნის ძირითადი აეროპორტებისა და საპორტო ობიექტების მოდერნიზაცია.

საქართველოს დემოკრატიული სვლა სამაგალითოა მთელი რეგიონისთვის. დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან, საქართველო ადგას დემოკრატიული განვითარების გზას.

ამერიკის ინტერესებშია, რომ რეგიონში სტაბილურობისთვის საქართველო ამ გზაზე დარჩეს.

წლების განმავლობაში, საქართველოს წარმატებული მთავრობები აგრძელებდნენ ეკონომიკის ლიბერალიზაციას, ბიუროკრატიის შემცირებას, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლასა და დემოკრატიის დამკვიდრებას.

2003 წელს მშვიდობიანი ვარდების რევოლუციის შემდეგ, საქართველომ მტკიცედ დაადასტურა თავისი ერთგულება ტრანსატლანტიკური საზოგადოების წინაშე.

ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოწვევა, რაც ნატოს მიერ საქართველოს ალიანსში გაწევრიანებისთვის მოწვევას ეხება, ეს არის რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების 20%-ის ოკუპაცია.

რუსეთი იყენებს ცხინვალის რეგიონის და აფხაზეთის ოკუპაციას, როგორც საუკეთესო საშუალებას, რათა საქართველოს ნატოდან დაშორიშორებას მიაღწიოს.

ეს არის დე-ფაქტო ვეტო მოსკოვის მიერ დადებული საქართველოს ნატოში გაწევრიანებაზე და ეს მიუღებელია.

საბედნიეროდ, ბოლოს დროს გაჩნდა გზები, თუ როგორ შევიდეს ნატოში საქართველო რუსეთთან დაპირისპირების გარეშე.

დარჩენილია კითხვა, რამდენად აქვს ნატოს ხელმძღვანელობასა და წევრი ქვეყნების ლიდერებს, გამოიჩინონ პოლიტიკური ნება და შესაძლებელი გახადონ საქართველოს ნატოს წევრობა.

საქართველო ასევე წარმოადგენს იმ იდეას ევროპაში, რომ თითოეულ ქვეყანას აქვს სუვერენული შესაძლებლობა განსაზღვროს საკუთარი გზა, გადაწყვიტოს ვისთან ექნება ურთიერთობები და როგორ და ვის მიერ იქნება მართული.

ტერიტორიული მთლიანობა უნდა იყოს დაცული და არც ერთ აქტორს (ამ შემთხვევაში, რუსეთს) არ უნდა ჰქონდეს ვეტოს უფლება ნატოს წევრობასთან დაკავშირებით.

რუსეთის შემოჭრასა და მის შემდგომ განვითარებულ მოვლენებსაც კი არ შეუშლია ხელი საქართველოსთვის, რომ გაეგრძელებინა მტკიცე სვლა დასავლეთთან დაახლოებისთვის. ამან საქართველო ტრანსატლანტიკური უსაფრთხოების წმინდა კონტრიბუტორი გახადა.

დროა, ალიანსმა საქართველოს წევრობასთან დაკავშირებით პროგრესს მიაღწიოს, მიჰყვეს ჩავუშოღლუს რჩევას და მიიღოს საქართველო თავის რიგებში”, – ნათქვამია წერილში.

ghn.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.