“ნაღმი” საქართველოს წინააღმდეგ – სადავო საზღვრის მონაკვეთი გარეჯში და ისტორიული ექსკურსი

თბილისის სახელწმიფო უნივერსიტეტის პროფესორი, ზურაბ დავითაშვილი ამბობს, რომ დავითგარეჯის საკითხი რთულია, მაგრამ არა ისე, როგორც ახლა არის დმძიმებული. დავთიაშვილის თქმით, საზღვრის დადგენის პრობლემა 1921 წელიდან დგას, როდესაც პირველი გაყოფა მოხდა და ქვემო ყარაიის ველი აზერბაიჯანის საკუთრებაში მოხვდა. ამის შესახებ მან “მთავარი არხის” ეთერში, გადაცემაში “მთავარი მსოფლიო” ისაუბრა. 

1918 – 1921 წლებში ზაქათალის ოლქთან ერთად სადავო ტერიტორია იყო ქვემო ყარაიის ველი და რა თქმა უნდა საქართველო იცავდა იმას, რომ ეს ისტორიულად საქართველოს ტერიტორიაა. სამწუხაროდ 1921 წელს, როდესაც მოხდა პირველი გაყოფა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორი საზღვრისა და ზაქათალის ოლქი მიეკუთვნა აზერბაიჯანის რესპუბლიკას, ქვემო ყარაიის ველიც აზერბაიჯანის საკუთრებაში მოხვდა, აი ამის შემდეგ ეს პრობლემა დგას, დგას ძალიან განსაკუთრებით უკვე საბჭოთა პერიოდში, როდესაც საზღვარი იცვლებოდა, – თქვა ზურაბ დავითაშვილმა

გადაცემაში პროფესორმა ისაუბრა როგორ ხდება რუკების დადგენა – დაზუსტება:

ასეთი ტრადიციაა, როდესაც დგება რუკები შემდეგ ხდება ამ რუკები დაზუსტება და ხშირად თითქოს პატარა შესწორებაც კი ძალიან სერიოზულ შედეგს იწვევს. აქ როდესაც საზღვარი იქნა გავლებული ტრადიციულად ასეა, რომ ქედზე უნდა იქნეს, ქედის ხემზე, გეოგრაფიულ ობიექტზე. მაგრამ ეს ყოველთვის ასე არ ხდება, გარეჯის შემთხვევაში ჩიჩხიტურის ქედის თხემზე გადის და ამიტომ უდაბნოს და აღდგომის მონასტრები აღმოჩნდა სულ ცოტა 150-200 მეტრით აზერბაიჯანის მხარეს, მაგრამ მსგავს სიტუაციაში სომხეთთან საზღვარი არა ქედის თხემზე გადის, არამედ საქართველოს მხარეს თხემის ძირში და ქუჯაბის მონასტერი აი ამიტომ აღმოჩნდა სომხეთის მხარეს, თუმცა მისასვლელი საქართველოს მხრიდან არის, აი ასეთი ჩადებული ნაღმები იყო, – თქვა დავითაშვილმა

ზურაბ დავითაშვილი ამბობს იმასაც, რომ დავითგარეჯის საკითხი ყველა დროში აქტუალური იყო და ახლა ვითომ მოღალატეების აღმოჩენა ქვეყანას ცუდ შედეგს მოუტანს.

ყველა რუკა რომელიც მე მინახავს სამწუხაროდ იქ – აი ეს სამი მონასტერი და მეოთხე ბერთუბანი, რომელიც უფრო სიღრმეშია, დაახლოებით 4 კილომეტრი – აზერბაიჯანის ტერიტორიაზეა. ეს საკითხი იდგა ყოველთვის და განსაკუთრებით 80-იან წლებში, ჯერ კიდევ კომუნისტების დროს, პატიაშვილი ცდილობდა, რომ რაღაცნაირად ტერიტორიული გაცვლა ყოფილიყო, შემდეგ 90-იან წლებშიც იდგა ეს საკითხი და 2000-იან წლებშიც. 

ასე, რომ ლაპარაკი იმის შესახებ ახლა გამოჩნდა, ვიღაც მოღალატეები, რომლებმაც მიწის გაყიდვა მოინდომეს – ეს არის შეგნებული ნაბიჯი, რომლესაც არამხოლოდ ის მიზანი აქვს, რომ “ნაციონალური მოძრაობა” დაადანაშაულოს, არამედ ამან შეიძლება გაცილებით უარესი შედეგი მოიტანოს, თვითონ დავითგარეჯის შემთხვევაში, რომ ის პატარა შანსიც კი, რომელიც აქამდე იყო, იქნებ ტერიტორიების გაცვლა მომხდარიყო, ეს პრაქტიკულად ისპობა, ჩიხში შედის მოლაპარაკება და შეიძლებ ამან დაძაბოს ურთიერთობა აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის – ეს იქნება რუსეთის წისქვილზე წყლის დასხმა – ამბობს ზურაბ დავითაშვილი 

შეგახსენებთ, რომ აზერბაიჯანთან, საზღვრის დადგენის კომისიის წევრები ივერი მელაშვილი და ნატალია ილიჩოვა პროკურატურამ  7 ოქტომბერს დააკავა.

მოსამართლემ ორივე მათგანი 8 ოქტომბერს წინასწარ პატიმრობაში დატოვა.

პროკურატურა მათ სადემარკაციო კომისიაში მუშაობისას, საქართველოს ტერიტორიული ინტერესების საწინააღმდეგო რუკებით მუშაობაში ადანაშაულებს.

დაკავებულების წინააღმდეგ გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 308-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს რად 10-დან 15 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს. 

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.