ნებიერიძე: “გველოდება უმძიმესი პროცესები… ტროლების იმედად არის დარჩენილი ბიძინა და მისი ხელისუფლება”

ეკონომისტი  დავით ნებიერიძე სოციალურ ქსელში წერს:

“ტროლების რესურსი რომ არ ჰყოფნის ივანიშვილს, ახლა მთელი საჯარო რესურსი ჩართო იმ ფეიკის გასავრცელებლად, რაც 500 მილიონის ბიუჯეტში ჩარიცხვას შეეხება.

ახლა კი მოვუხმოთ კრიტიკულ აზროვნებას და მარტივი ანალიზი გავაკეთოთ:

ეს საერთაშორისო თაღლითი მერვე წელია ყველას გვიმტკიცებს, რომ საქართველოში მას ბიზნესი არა აქვს. რომც ჰქონდეს ამხელა ფინანსური რესურსის ქართული ბიზნესიდან ერთბაშად ამოღება აბსოლუტურად არარეალურია და აფსურდის კატეგორიას განეკუთვნება. შესაბამისად საუბარია იმაზე, რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარი უცხოური რეზერვებიდან წამოიღო ეს სახსრები და გადაახურდავა ლარებად. რომელიც შემდეგ ჩაურიცხა ვისაც ჩაურიცხა. აბა ეხლა დაფიქრდით – 500 მილიონის ექვივალენტი უცხოურ ვალუტაში ასე ერთბაშად, თუნდაც ერთი კვირის მანძილზე ნაწილნაწილ რომ გადაეხურდავებინა ლარებად, რა მოუვიდოდა ლარის კურსს, რომელიც დღეს უკვე 3,65-ია? რა მოუვიდოდა და გახდებოდა 1,65-ი. არა და ლარის კურსი საათობრივად ეცემა. ე.ი. ეს 500 მილიონი ისეთივე ფეიკია როგორც ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქისთვის გადარიცხული ერთი მილიარდი.

ტროლებისა და ფეიკების იმედად რომ არის დარჩენილი ბიძინა და მისი ხელისუფლება იმიტომ გველოდება უმძიმესი პროცესები.” – წერს ნებიერიძე.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.