ნეკრესის ტერიტორიაზე IV-V საუკუნეებით დათარიღებულ უნიკალურ სამარხებს მიაგნეს

საქართველოს ეროვნული მუზეუმის არქეოლოგებმა, მრავაწლიანი კვლევის შემდეგ, ნეკრესის ნაქალაქარის ტერიტორიაზე, IV-V საუკუნეებით დათარიღებულ დოლოჭოპის ბაზილიკაში უნიკალურ სამარხებს მიაგნეს.

ეროვნული მუზეუმის წარმომადგენლების განცხადებით, ეს აღმოჩენა განსაკუთრებული მნიშვნელობისაა და ადრე ქრისტიანული ხანის ტაძრებისთვის დამახასიათებელი სამარხების საქართველოში არსებობას ადასტურებს.

სპეციალისტებმა ყვარელში სიძველეების და ახალი არტეფაქტების მიგნებით, მდინარე დურუჯთან მდებარე სატაძრო კომპლექსზე არაერთი საინტერესო ინფორმაცია მიიღეს. სამარხების ზომებმა ექსპედიციის მონაწილეები დაარწმუნა, რომ საქართველოში რომის იმპერიის და ადრეული ბიზანტიის მსგავსი ბაზილიკები იგებოდა.

წყარო: პრაიმტაიმი

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.

ჩვენთან ყველა ინფორმაციის მიღება შეგიძლია