ნიდერლანდებიც ხედავს ამ პროექტის სტრატეგიულ პოტენციალს – საგარეო უწყების ხელმძღვანელი ანაკლიის პორტზე

ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრი სტეფ ბლოკი აცხადებს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმთან“ კონტრაქტის შეწყვეტის მიუხედავად, ნიდერლანდების სამეფო ხედავს პორტის აშენების სტრატეგიულ პოტენციალს. სგარაო უწყების ხელმძრვანელის თქმით, პროექტის წინ წასაწევად აუცილებელია ძლიერი ერთიანი მისწრაფება და ყველა მონაწილეს შორის ურთიერთნდობა. 

„იმისდა მიუხედავად, რომ კონტრაქტი შეწყვეტილია, რამდენადაც მე ვიცი, ხელისუფლება რჩება ამ პროექტით განხორციელებით დაინტერესებული და მას მნიშვნელოვან სტრატეგიულ ინიციატივად მიიჩნევს.

ნიდერლანდებიც ხედავს ამ პროექტის სტრატეგიულ პოტენციალს. მე ვფიქრობ, რომ ჩემი ვიზიტის დროს ეს საუბრების საინტერესო თემა იქნება. მე მსურს, ხელისუფლებისგან გავიგო, თუ რა არის მათი სამომავლო გეგმები და თუ არსებობს ინტერესი პოტენციური ინვესტორების მხრიდან. 

„პროექტის წინ წასაწევად აუცილებელია ძლიერი ერთიანი მისწრაფება და ყველა მონაწილეს შორის ურთიერთნდობა. თამაშის თანაბარი პირობები და გამჭვირვალე პროცესები საქართველოში ზოგადად ბიზნეს კლიმატისთვის მნიშვნელოვანი ელემენტებია, და გადამწყვეტია უცხოური ინვესტიციების მოსაზიდად“, – განუცხადა ნიდერლანდების საგარეო საქმეთა მინისტრმა „ნეტგაზეთს“.   

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.