ნიკა მელიას წინააღმდეგ ჩვენებებს სუს-ის და შსს-ს თანამშრომლები აძლევენ

პროკურატურის ინფორმაციით, ნიკა მელიას წინააღმდეგ მთავარი მტკიცებულება საქმეზე მოპოვებული ჩვენებებია. ბრალის დადგენილებაში წერია, რომ ნიკა მელიასთვის ბრალის წარდგენას მტკიცებულებათა ერთობლიობა იძლევა, რომელთა შორის არის შემდეგი პირების ჩვენებებიც:

დავით ბარამაშვილი – სუს-ის თანამშრომელი;

ალექსი ბუიშვილი – ახმეტის პოლიციიის უფროსის მოადგილე

ირაკლი შაიშმელაშვილი შსს-ს თანამშრომელი.

ამ საკითხზე კამათი იყო რამდენიმე წუთის წინ პარლამენტში, სადაც ერთმანეთს მამუკა მდინარაძე და რომან გოცირიძე დაუპირისპირდნენ. მამუკა მდინარაძემ გოცირიძეს მოსთხოვა ეჩვენებინა იმ პირების ფოტოები, რომლებიც ნიკა მელიას საქმეში ბრალდების მოწმეები არიან. 

გოცირიძემ ამ პირების შესახებ ინფორმაცია სოციალურ ქსელში მოიძია, თუმცა მამუკა მდინარაძე ამბობს,რომ ეს საკმარისი არ არის.

„ეს უნდა განსაზღვროს სასამართლომ, შენ კი არა“-უთხრა მდინარაძემ გოცირიძეს.

სიტყვიერი დაპირისპირება დეპუტატებს შორის რამდენიმე წუთს გაგრძელდა.  

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.