ნინო ჯანგირაშვილი კახა ბექაურს: შენ მართლა ციხეში არ დაამთავრო, ფრთხილად იყავი, გაიგე?

ტელეკომპანია “კავკასიის” დრიექტორი ნინო ჯანგირაშვილი კომუნიკაციების კომისიის თავმჯდომარე კახა ბექაურს სიტყვიერად დაუპირისპირდა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის სხდომაზე, სადაც „ელექტრონული კომუნიკაციების“ შესახებ კანონში შესატანი ცვლილებების პროექტს დაჩქარებული წესით განიხილავენ.

“ვინ დაგნიშნა ჩემს უფროსად, თქვენ უნდა დაარეგულიროთ, კი არ უნდა დაგვსაჯოთ. ისიც, არ იცით, რისთვის ზიხართ მაგ თანამდებობაზე”.

ასე მიმართა კახა ბექაურს ნინო ჯანგრაშვილმა, რომელსაც კომიტეტის თავმჯდომარე რომან კაკულიამ არაერთხელ კორექტულობისკენ მოუწოდა.

“სანამ მე ვარ მედიის სფეროს ზედამხედველი, თქვენი თავისუფლება არ შეიზღუდება. თქვენ ტყუილების თქმის უფლება მომავალშიც გექნებათ და არავინ კომისიის მხრიდან არ დაგსჯით”,  – მიმართა კახა ბექაურმა ნინო ჯანგირაშვილს, რამაც ამ უკანასკნელის გაცხარება გამოიწვია.

“წესიერად ილაპარაკე, თორემ ტყუილებს გაჩვენებ ახლა. ვიღაც ობიიექტივ-მჯღაბნელები რომ გიზის, ჩემი გადახდილი ფულით და ხალხის გადახდილი ფულით რომ ტალახის შესხმაში ხელფასს უხდი, შენ მართლა ციხეში არ დაამთავრო, ფრთხილად იყავი, გაიგე? ნუ გაბლატავდი, უზრდელო შენა. თავხედი! ამდენი წელია ვითმენ ამის ბრიყვობას”, – განაცხადა ნინო ჯანგირაშვილმა.

აღნიშნული დაპირპისპირების გამო კომიტეტის თავმჯდომარემ სხდომაზე შესვენება გამოაცხადა.

შეგახსენებთ,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა – შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

შეგახსენებთ,  „ელექტრონული კომუნიკაციების შესახებ“ კანონში ცვლილებები დარეგისტრირდა – შესწორებების მიღების შემთხვევაში, კომუნიკაციების მარეგულირებელ კომისიას ექნება უფლება, ორგანიზაციებში სპეციალური მმართველები დანიშნოს ორი წლის ვადით.

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.