ნუ ატყუებთ ხალხს! – პანდემიის გამო არანორმალური ტემპით მთელ მსოფლიოში მხოლოდ ლარი უფასურდება – ივანიშვილის ხელისუფლების მორიგი სიცრუის კორიანტელი საზოგადოებას?

ჩვენს მეზობლად პრაქტიკულად არც ერთი ქვეყნის ვალუტა არ უფასურდება, მხოლოდ უმნიშვნელო რყევაა თურქეთსა და რუსეთში

მსოფლიოს 160 ქვეყანას შორის, ლარი გაუფსურებით პირველ  ადგილზეა. რეგიონში გაუფასურების უპირობა ,,ლიდერია“  საქართველოს მეზობლების ვალუტებს შორისაც, 18 მარტიდან ყველაზე მეტად სომხური დრამი გაუფასურდა (1.2%), რაც ლარის გაუფასურების ტემპზე თექვსმეტჯერ ნაკლებია. თურქული ლირის ფასი ამავე პერიოდში თითქმის არ შეცვლილა (0.0%), ხოლო დანარჩენი მეზობლების ვალუტები – გამყარდა. ხელისფულება ამბობს, რომ გაუფასურება კორონავირუსის ბრალია და საქართველო ამ მხრივ ვერ იქნება გამონაკლისი, თუმცა ციფრები, სრულიად საპირისპიროს ამტკიცებს და მთავრობას აშკარა ტყუილში ამხელს.

24 მარტის მონაცემებით, ბოლო 7 დღეში ლარი მსოფლიოს 160-მდე ვალუტას შორის ყველაზე მეტად გაუფასურდა. ლარის ფასი აშშ დოლართან მიმართებაში თითქმის 20%-თ შემცირდა (19.8%), რაც ბევრად აღემატება ყველა სხვა ვალუტის გაიაფების ტემპს. ლარის შემდეგ მეორე ადგილზე გაუფასურებით ინდონეზიური რუპიაა (7.2%), ხოლო მესამეზე – ზამბიური კვაჩა (5.5%).

პირველი მარტიდან ლარზე მეტად ჯამში მხოლოდ მექსიკური პესო გაიაფდა (21.2%). ლარის შემდეგ, გაუფასურებით მსოფლიოში მესამე ადგილზე კოლუმბიური პესოა (15.8%), ხოლო მას მოსდევს რუსული რუბლი და ნორვეგიული კრონა (ორივე 15.2%-თ). ამ ქვეყნების ეკონომიკა მჭიდროდაა დაკავშირებული ნავთობის მოპოვებასთან და მათი ვალუტების გაიაფებაც დიდწილად ნავთობის ფასის მკვეთრ კლებას უკავშირდება.

რუსეთის გარდა, საქართველოს მეზობლების ვალუტებს შორის პირველი მარტიდან არც ერთი ვალუტა არ გაიაფებულა 3.7%-ზე მეტით, რაც ლარის გაუფასურების მაჩვენებელზე ხუთჯერ ნაკლებია. თუმცა ისიც უნდა ითქვას, რომ ბოლო დღეებში ბურლიც გამყარების გაზას დაადგა, ისევე როგორც თურქული ლირა. საკმაოდ მყარად გამოიყურება უკრაინული გრივა და მოლდოვური ლეიც. 

საქართველოს ეროვნული ვალუტა დოლართან მიმართებით ბოლო ერთი თვის განმავლობაში (2 მარტიდან 25 მარტამდე) თითქმის 66 პუნქტით, 2,79-დან 3,44 ნიშნულამდე გაუფასურდა. 23,6%-იანი ვარდნის მთავარ მიზეზად კორონავირუსი და ამის შედეგად, შენელებული ეკონომიკური ზრდა სახელდება.

„მთელს მსოფლიოში და მათ შორის ჩვენს რეგიონში ხდება ეროვნული ვალუტების დევალვაცია და რა თქმა უნდა, ლარი ვერ იქნებოდა გამონაკლისი იმიტომ, რომ ჩვენ არ ვიმყოფებით იზოლირებულ კუნძულზე, ჩვენ ვართ გლობალური მსოფლიოს ნაწილი“, – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ.

იზოლირებულ კუნძულზე არ იმყოფება აზერბაიჯანი, მაგრამ მისი ეროვნული ვალუტა მყარად 1,70-იან ნიშნულზეა, თურქული ლირაც კი, რომელიც საქართველოს მეზობელ ქვეყნებს შორის ყველაზე მგრძნობიარე ვალუტად შეიძლება ჩაითვალოს, თუმნიშნელოდ თმობს. საკმაოდ მყარად გამოიყურენა სომხური დრამი, რომელიც ბოლო წლებში არც ერთი კრიზისის დროს არ გაუფასურებულა.

არადა, საქართველოს მთავრობა და ეროვნული ბანკის წარმომადგენლებიც, ირწმუნებიან, რომ გაუფასურება, კორონავირუსს და რეგიონის ქვეყნებში მიმდინარე დევალვაციას უკავშირდება. შესაბამისად, ერთნაირად ზარალდება ყველა ეკონომიკა, მათ შორის, საქართველოც. 

“ახალი ეკონომიკური სკოლის” დამფუძნებელი, პაატა შეშელიძე ამბობს, რომ მიდგომები, რომელიც მთავრობას და ეროვნულ ბანკს აქვთ, უფრო ღრმა კრიზისში შეიყვანს ქვეყნის ეკონომიკას. 

,,როგორც ყოველთვის იტყუება ხელისფულება და რატომ გვიკვირს? რა ნაბიჯები უნდა გადადგან კითხვაც კი არ უნდა დაისვას. უბრალოდ, უნდა შეწყვიტონ მავნებლობა. აქ რამე დიდი ეკონომკური საიდუმლო კი არ იმალება. თვითონ ზრდიან ფულის მასას გადაჭარბებული ხარჯის გამო და რომ არ მოხდეს გაუფასურება, ეს უნდა შეწყვიტონ. ფულის მოცულობა მატულობს იმისათვის, რომ სახელმწიფო ხარჯები დაიფაროს. 

ახლა ორმხრივად ნეგატიური ეფექტი გვაქვს. ეროვნული ბანკი, ერთი მხრივ, ვითომ ხარჯავს რეზერვებს, მეორე მხრივ კი, ზრდის ფულის მასას მიმოქცევაში. ეს არის გიჟის აქტივობა და მეტი არაფერი. ისინი ან იძულებელნი არიან, დაჰყვნენ მთავრობის  ბრძანებებს, ან კომპეტენცია არ ჰყოფნით“, – განუცხადა შეშელიძემ ,,რეზონანსს“. 

ეროვნული ბანკის ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი მერაბ კაკულიაც ადასტურებს, რომ ლარს არასოდეს ისე არ გასჭირვებია, როგორც დღეს, განსაკუთრებით, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში. 

“ჩვენი ვალუტა პრაქტიკულად, ერთ-ერთი ლიდერია მსოფლიო ვალუტებს შორის, რომელმაც დროის მცირე შუალედში ასეთი დევალვაცია განიცადა.  ჩვეულებრივ სიტუაციაშიც კი არის განცდა, რომ ლარს ყველაფერი შეიძლება მოუვიდეს და მით უმეტეს, როდესაც ასეთი ცნობები მოდის არა მხოლოდ საქართველოდან, არამედ გარეშე სამყაროდან“, – განაცხადა კაკულიამ და დასძინა, რომ საქართველში პანდემიის აღქმა გაცილებით ემოციური და მძაფრია, ვიდრე რეალობაა.

როცა ხელისუფლება ამბობს, რომ ლარის გაუფასურება, მხოლოდ გარე ფაქტორებს უკავშირდება, ეს უცოდინარობაა ან რაღაცის დაფარვის მცდელობა, – ასე აფასებს, ხელისუფლების განცხადებებს და ლარის კურსის ირგვლივ აჟიოტაჟს ეკონომისტი მიხეილ ჯიბუტი. 

“მიზეზი ლარის კურის გაუფასურებას ყოველთვის აქვს ორი: ერთი – საგარეო, ამ შემთხვევაში ნავთობის ფასი. მეორე კი – შიდა, რომელიც პირდაპირპროპორციულია საქართველოს ეკონომიკური მდგომარეობისა. დეტალები ხელისუფლებამ უნდა გაამხილოს, იღონდ სიმართლე.  როცა მთავრობა ამბობს, რომ ლარის გაუფასურება მხოლოდ გარე ფაქტორებს უკავშირდება, ეს ან უცოდნარობაა, ან რაღაცის დაფარვის მცდელობა. 

ლარის კურსის შესანარჩუნებლად სავალუტო ინტერვენციების პოლიტიკა რეზერვების უშედეგო ხარჯვაა, თუ არ მოხდა სახელმწიფო ბიუჯეტის ძირეული გადახედვა საგანგებო მდგომარეობის გამოწვევების შესაბამისად. ამ ვითარებაში უნდა მივიღოთ საგანგებო ბიუჯეტი.

მთავრობამ კონცენტრაცია უნდა მოახდინოს რამდენიმე მიმართულებით: 

1. კორონავირუსის ინფექცის შეჩერება, შემცირება, მოსპობა; 

2. სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფა: სურსათის ფიზიკური და ეკონომიკური ხელმისაწვდომობა და ამ ამოცანიდან გამომდინარე სხვა აქტივობები; 

3. ელექტრონული მთავრობის ფუნქციონირების სისტემის სრულყოფა, ქვეყნის ინტერნეტიზაციის გაზრდა და კიბერუსაფრთხოების სისტემის შექმნა (ეს უკანასკნელი 2019 წლის შემოდგომის გამოცდილების ფონზე ზეაქტუალურია – მით უმეტეს „შინმჯდომი საზოგადოების“ დროს); 

4. ეკონომიკური პოლიტიკის კორექტირება მინიმუმ ორვარიანტიანი სცენარისთვის (პირველი – ეკონომიკური ზრდის შემცირების შეკავება, მეორე – ეკონომიკური კრიზისის დაძლევა – ეს უკანასკნელი საგანგებო მდგომარეობის ერთვიან პერიოდს არ ეხება)“, – განაცხადა ,,რეზონანსთან“ მიხეილ ჯიბუტმა. 

მთავრობა, რასაკვირველია, არაფერს აკეთებს და შესაბამისად, მიუხედავად 40-მილიონიანი სავალუტო ინტერვენციისა ლარის კურსი 3,50-ს გადასცდა.

resonancedaily.com

0Shares
infonews.ge

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

This site uses Akismet to reduce spam. Learn how your comment data is processed.