“ნუ იქნები ”ძველი ბიჭი”, ნუ სულელობ! – ტრამპის წერილი ერდოღანს

აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა სირიის ჩრდილოეთით თურქეთის მიერ ოპერაციის დაწყებისას ქვეყნის ლიდერს რეჯეფ ტაიპ ერდოღანს სთხოვა, რომ აზრი შეეცვალა და ქურთებთან შეთანხმება გაეფორმებინა. ამის შესახებ წერილშია აღნიშნული, რომელსაც CNN- ი ავრცელებს.

“მოდით, კარგი გარიგება შევიმუშავოთ. თქვენ არ უნდა გსურდეთ, პასუხისმგებლობა ათასობით ადამიანის მკვლელობაზე აიღოთ. არ მინდა თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე პასუხისმგებლობა ავიღო, მაგრამ ამას გავაკეთებ”, – წერდა ტრამპი ერდოღანს.

თეთრი სახლის  ლიდერმა დასძინა, რომ იგი თურქეთში არსებული ზოგიერთი პრობლემის გადასაჭრელად ბევრს მუშაობდა.

”თქვენ შეგიძლიათ შესანიშნავი გარიგება დადოთ. გენერალი მაზლუმი (სირიის დემოკრატიული ძალების ლიდერი – “აიპრესი”) თქვენთან მოლაპარაკებისთვის მზადაა. ასევე კომპრომისზე წასვლისთვისაც მზადაა, რასაც ისინი წარსულში არასოდეს გააკეთებდნენ. მე მისი წერილის ასლი გამაჩნია, რომელიც ახლახან მივიღ…

ისტორია მოწყალე იქნება შენ მიმართ, თუ ამას სწორად და ჰუმანურად გააკეთებ. მისთვის შენ მუდმივად დარჩები ეშმაკად, თუ კარგი ამბები არ მოხდება. ნუ იქნები “ძველი ბიჭი”, ნუ იქნები სულელი!“ – მიმართავს დონალდ ტრაპი ერდოღანს.ე”, -წერდა აშშ-ს პრეზიდენტი.

წერილი 9 ოქტომბრით თარიღდება. სწორედ ამ დღეს დაიწყო თურქეთის შეიარაღებულმა ძალებმა სირიის ჩრდილოეთ ნაწილში ოპერაცია, რომლის მთავარი მიზანია ქურთი ამბოხებულების, სირიის დემოკრატიული ძალების სასაზღვრო ტერიტორიებიდან განდევნაა.

კომენტარები

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *

Seo wordpress plugin by www.seowizard.org.